ანიელი : “კრიტიკის ფონზე იუვე კიდევ უფრო ძლიერი ხდება”
ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი გაზეტა დელო სპორტს გაესაუბრა..
“მიჩვეულები ვართ იმ ფაქტს, რომ იუვენტუსს ებრძვიან.ხშირ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოიგებს ტურნირს, მთავარია იუვემ ვერ მიაღწიოს წარმატებას.ამ ყველაფრის ფონზე კი გუნდი გაცილებით ძლიერი ხდება, აგრძელებს ტიტულების მოგებას.ვფიქრობ, ჩვენი ხელმძღვანელობა, სამწვრთნელო შტაბი და ზოგადად გუნდი შესანიშნავად მუშაობს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს საოცნებო ჯილდოსკენ.ბებერი ქალბატონის წარმატებები იტალიური ფეხბურთის განვითარებასაც უწყობს ხელს, ამიტომ ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანია.”
“იტალიის ჩემპიონატი ზედიზედ ექვსჯერ აქამდე არავის მოუგია, ჩვენ კი სწორედ ამისთვის ვიბრძვით, გვსურს, ისტორიული ფაქტი დავაფიქსიროთ.2017 წლამდე ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის, რომას და მილანის წინააღმდეგ, ჯერ ეს შეხვედრები უნდა მოვიგოთ და შემდეგ ვიფიქროთ სამომავლო გეგმებზე.”
რაღაც ინფო გაიჩითა, მგონი სტადიონის ტევადობას 41-დან 56 ათასამდე ზრდიან.
კაია ეგ თუ სიმართლეა
სად ნახე ეგ ინფო,ნაღდია?
მართალი ხარ ჯერ ეს ორი თამაჰი და წელს კარგად მორჩება ახალი წლიდან ახალი იმედიბეთ გავაგრძელებთ ველა ტურნირისთვის ბრძოლას