“ზენიტმა” ვიტსელის შემცვლელად ერნანი გაიფორმა
სანკტ-პეტერბურგის “ზენიტმა” “ატლეტიკო პარანაენსედან” ცენტრალური ნახევარმცველი, ერნანი აზევედო ჯუნიორი გაიფორმა..
1994 წელს დაბადებული ფეხბურთელი რუსულ კლუბს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეუერთდება და გუნდში მინიმუმ ხუთ წელიწადს დაყოფს.მიმდინარე სეზონში ბრაზილიელს 24 მატჩი აქვს ჩატარებული და ოთხი გოლი აქვს გატანილი.
ტურინის “იუვენტუსისთვის” ერნანის “ზენიტში” ტრანსფერი მშვენიერი ნიუსია, რამეთუ რუსები ახლა უფრო მარტივად შეელევიან აქსელ ვიტსელს.მირჩა ლუჩესკუ ბელგიელის გასაშვებად მზადაა და დიდი ალბათობით, ჯუზეპე მაროტა ფეხბურთელს 6 მილიონ ევროდ გაიფორმებს.
როგორ მევასება ლიგაზე ხო გვეყოლება
კაი ინფოა