ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნეაპოლს ახალი გმირი ჰყავს – დრის მერტენსი

იტალიის ჩემპიონატში მიმდინარე წელს გასამართი ბოლოს წინა, მე-17 ტური გაიმართა..

შაბათს გამართული სამი შეხვედრიდან უხვგოლიანი არცერთი არ გამოდგა, თუმცა დაძაბულობა ნამდვილად იყო.ჯერ “ემპოლიმ” ლევან მჭედლიძის დუბლით დაამარცხა “კალიარი”, ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში პირველად აიღო მეტოქის კარი და უნდა ითქვას, მასპინძლებს ჰაერივით საჭირო სამი ქულა მოუტანა.ემპოლელებმა ამ გამარჯვებით 14 ქულას მოუყარეს თავი და გასავარდნ ზონას ხუთი ქულით ჩამორჩნენ, სარდინიელები 20 ქულით მე-15 პოზიციაზე იმყოფებიან.

“რომასთან” მარცხის შემდეგ საკუთარ მოედანზე “ატალანტას” ვერ აჯობა “მილანმა”, პირიქით, ბერგამოელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს ჯიჯიო დონარუმას კართან, თუმცა გოლი ვერაფრით გაიტანეს.სხვათაშორის, ეს ერთადერთი თამაში აღმოჩნდა, რომელიც ჩვენს ForzaProგნოზში არ გამართლდა, ჩვენმა ჯგუფმა ორივეს გატანა იწინასწარმეტყველა, თუმცა მეტოქეებმა ერთმანეთის კარი ვერაფრით აიღეს.მოპოვებული ერთი ქულით როსონერი მეხუთე პოზიციამდე ჩამოქვეითდა, გან პიერო გასპერინის შეგირდები კი 27 ქულით მე-6 არიან.

ტურინის “იუვენტუსმა” “რომა” მინიმიმალური სხვაობით რომ დაამარცხა, ეს ყველამ კარგად ვიცით და ზედმეტი საუბრით თავს არ მოგაწყენთ.ბიანკონერებმა ჯიალორისისთან სხვაობა 7 ქულამდე გაზარდეს და შობას პოზიტიურ განწყობაზე ხვდებიან, თუმცა მანამდე იტალიის სუპერთასია გასათამაშებელი, დოჰაში, “მილანთან” 23 დეკემბერს.

კვირას სათამაშო დღე “სასოულოსა” და “ინტერის” შეხვედრამ გახსნა.ნერიაძურიმ მიჯრით მეორე შეხვედრა მოიგო და მის მეზობელ “ატალანტას” 2 ქულამდე შეუმცირა სხვაობა.სტეფანო პიოლის ყოფილმა შეგირდმა მოაგებინა, ანტონიო კანდრევამ მეორე ტაიმის დებიუტშივე აიღო კონსილის კარი.როგორც გითხარით, მილანელები მეშვიდეზე იმყოფებიან, ნეროვერდი 17 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს.

“უდინეზემ” საკუთარ მოედანზე აუთსადერ “კროტონეს” სირილ ტეროს დუბლით წყალობით სძლიეს და მე-11 პოზიციამდე ამაღლდნენ.ამ სეზონში დაწინაურებული “კროტონეს” კი მხოლოდ 9 ქულა აქვს და მე-18 ადგილზეა, ფაქტია, დებიუტანტებს სერია A-ში დარჩენა ძალიან გაუჭირდებათ.

წააგო ბოლოადგილოსანმა “პესკარამაც”, საკუთარ მოედანზე, დელფინები “ბოლონიამ” გაანადგურა.რობერტო დონადონის შეგირდებმა სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს და მე-14 პოზიციაზე იმყოფებიან.რაც მთავარია, რუსობლუ გავარდნას გადარჩა, ახლა მათი მიზანი რაც შეიძლება წინ წაწევაა.

ვერონაში დამარცხდა “სამპდორია”, “კიევომ” გენუელებს 2-1 მოუგო და ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა, მფრინავმა ვირებმა “ტორინოს” მსგავსად 25 ქულა დააგროვეს და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან მერვე ადგილოსან “ფიორენტინას”, რომელმაც საკუთარი მატჩი ამ ტურში იტალიის დედაქალაქში დათმო.

ედინსონ კავანისა და გონსალო იგუაინს ნეაპოლს ახალი გმირი ჰყავს – დრის მერტენსი.”ნაპოლის” ვინგერმა “ტორინოსთან” შეხვედრაში პოკერი შეასრულა და გუნდს ულიდერა.უხვგოლიანი შეხვედრა ვიხილეთ, ნეაპოლელებმა 5-3 დაამარცხეს სინიშა მიჰაილოვიჩის შეგირდები.მაურისიო სარის გუნდი სკუდეტოსთვის ბრძოლაში თუ არა, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ნამდვილად დაბრუნდა, 34 ქულას მოუყარა თავი და ერთ ქულამდე შეამცირა სხვაობა რომასთან.ტორინოზე კი, რა შეიძლება ითქვას, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ “იუვენტუსთან” მარცხი გუნდებს ფსიქოლოგიურად ტეხავს.ტურინელები უკვე სამი ტურია აგებენ და მეცხრე პოზიციამდე ჩამოქვეითდნენ.აღსანიშნავია, რომ გრანატას ლიდერმა, ანდრეა ბელოტიმ “ნაპოლის” კარიც დალაშქრა, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ჩვენი დროით 23:45 სთ-ზე იტალიის ჩემპიონატის ორი შეხვედრა გაიმართა, “ლაციომ” “ფიორენტინას” უმასპინძლა, “ჯენოამ” კი სიცილიურ “პალერმოს”, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის.ორივე მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და საერთო ჯამში, 11 გატანილი გოლი ვიხილეთ.

სიმონე ინძაგის ბიჭებმა პირველ ტაიმში ორი გოლი გაუტანეს იებს და შესვენებაზე მშვიდად გავიდნენ, თუმცა მეორე ტაიმის დებიუტშივე იოსიპ ილიჩიჩს გაუჩნდა ანგარიშის შემცირების იდეალური შანსი.სლოვენიელმა ნახევარმცველმა პენალტის გამოყენება ვერ შეძლო, ფედერიკო მარკეტიმ აჯობა, არადა, ეს გოლი რომ გასულიყო, არავინ იცის, რა მოხდებოდა.სულ მალე პაულო სოუზამ ილიჩიჩი გაიყვანა და მის ნაცვლად მოედანზე მაურო ზარატე შემოიყვანა, სწორედ ამ უკანასკნელმა მოახერხა მარკეტის კარის დალაშქვრა.ამის შემდეგ ფლორენციელები უტევდნენ, ლაციალე კი კონტრშეტევებით ცდილობდა ფონს გასვლას.88-ე წუთზე კარლოს სანჩესმა მეორე გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მსაჯმა ეს გოლი წესების დარღვევის გამო გააუქმა და ტაბლოზე ანგარიში შენარჩუნდა.91′ წუთზე ჩირო იმობილეს პასით კონტრშეტევაში ჩართულმა სტეფან რადუმ იხეირა და საბოლოოდ გადაწყვიტა მატჩის ბედი, 3-1.”ლაციომ” “ნაპოლის” მსგავსად მოპოვებული გამარჯვებით “მილანი” ჩამოიტოვა და ახლა მეოთხე პოზიციაზეა, 34 ქულით.ფლორენციელებს 26 ქულა აქვთ, ისინი მერვეზე არიან.

გენუაში ნამდვილი თრილერი ვიხილეთ, 7 გატანილი გოლი.”პალერმო” არც ისეთი წყალწაღებული ყოფილა, როგორიც გვეგონა, სიცილიელები “ჯენოასთან” 3-1 აგებდნენ, თუმცა ბოლო ოც წუთში სამი გოლის გატანა მოახერხეს და 3-4 იმარჯვეს.კუნძულელებმა 21 სექტემბრის შემდეგ პირველად იმარჯვეს და 7 მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტეს.ამ გამარჯვებით “პალერმომ” 9 ქულას მოუყარა თავი და ბოლოს წინა ადგილზეა, შემდეგ ტურში საკუთარ მოედანზე “პესკარას” მიიღებს და ბრძოლა თქვენ იქ უნდა ნახოთ, აუთსაიდერების ჯახია..

სუპერთასის გამო ტურინის “იუვენტუსისა” და “მილანის” მსგავსად ტურს “კროტონე” და “ბოლონია” გამოტოვებენ.20 დეკემბერს “ატალანტა” “ემპოლის” უმასპინძლებს, 21 – ში კი “ინტერი” “ლაციოს” მიიღებს სან სიროზე.22 დეკემბერს 6 შეხვედრაა დაგეგმილი :

“რომა” – “კიევო”

“კალიარი” – “სასოულო”

“ფიორენტინა” – “ნაპოლი”

“პალერმო” – “პესკარა”

“სამპდორია” – “უდინეზე”

“ტორინო” – “ჯენოა”

რამდენიმე სიტყვით, კალჩოს ბომბარდირებზეც ვთქვათ.12-12 გოლი აქვთ გატანილი “რომასა”, “ინტერისა” და “ტორინოს” ცხრიანებს, ედინ ჯეკოს, მაურო იკარდისა და ანდრეა ბელოტის.10-ჯერ გამოიჩინეს თავი გონსალო იგუაინმა და დრის მერტენსმა.ჩირო იმობილეს ანგარიშზე 9 გატანილი გოლია.

ყველაზე კარგ ფორმაში ბოლო ხუთი მატჩის მონაცემებით “ნაპოლია”, მაურისიო სარის ბიჭებმა 13 ქულის დაგროვება მოახერხეს, 4-ჯერ იმარჯვეს და ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულეს.”იუვემ” და “ლაციომ” 12 ქულა დააგროვეს, მხოლოდ ერთხელ განიცადეს მარცხი.

ყველაზე ცუდ ფორმაში “პესკარაა”, საერთოდ, დელფინებს მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვთ, ისიც სტუმრად, “სასოულოს” წინააღმდეგ.ბოლო ხუთ შეხვედრაში მასიმო ოდოს შეგირდებმა ერთადერთი ქულა აიღეს “კალიარისთან” და ოთხჯერ დამარცხდნენ, მათი ბურთების შეფარდება ასეთია, 4:12.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ყოველთვის მიკვირდა რატო არ აყენებდნენ ძირითადში.. უმაგრესი ფეხბურთელია. ამის ჩაგდებული თამაში არ მახსენდება, მუდამ სუპერ აქტიურია

juve amor
რეალისტი
7 years ago

ახლა მერტენსი არ მოითხოვოთ იუვეში თორემ გავგიჟდები :)

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

რაარი გასაგიჟებელი? :roll: უბრალოდ მართლა აღარ გამოდის ნაპოლიდან ვინმეს წამოყვანა :mrgreen:

juve amor
რეალისტი
7 years ago

გასაგიჟებელია აბა რა არის ვინმეს ვირაცასთან აუდგება დ ავსო იუვეში უნდათ. ჯოვანი სიმოენეზე რომ ატეხეს განგაში სასწრაფოდ იუვეში მოიყვანეთო მიეცა დვიწყება გენოა-იუვეს თამაშს და ეგეც მიივიწყეს შარშანდელი თოვლივით. ახლა მერტენსი….

pirlo93
bufoni33
7 years ago

martali xar brat

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

გიო გაიხარე ასე გარჩევით რო დებ სტატიებს

თორნიკე
თორნიკე
7 years ago

ყოველთვის მომწონდა მერტენსი და გუშინ ძალიან ლამაზი გოლიც შეაგდო მაგარი ბიჭია კაი შემტევია არა და მგონი ფლანგელია და ცენტრშიც მაგრად უბერავს დაჟე მეორე ფორვარდადაც მაგარი იქნება კაი პასიც აქვს და კაი დარტყმაც მილიკი კარგად შეცვალა

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x