ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : “კალდარა იუვენტუსს 2018 წელს შემოუერთდება”

ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ იტალიურ პრესას ვრცელი ინტერვიუ მისცა..

“სუპერთასის ფინალისთვის მილანიც და იუვენტუსიც განსაკუთრებულად ემზადება, ორივე გუნდს სურს, სახლში ტიტულით დაბრუნდეს.უპირველეს ყოვლისა, ეს შეხვედრა იტალიური ფეხბურთის რეკლამაა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კალჩომ ძველი დიდება კვლავ მოიპოვოს.”

“ატალანტასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ტრანსფერს ოფიციალურად დავადასტურებთ.2018 წელს მატია კალდარა აუცილებლად შემოგვიერთდება.ვიტსელი ? – მას კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და მანამდე ზენიტმა უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა მოთამაშის გასხვისება.რაც შეეხება სტევენ ნ’ზონზის, სევილიასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში, ამას გამოვიყენებთ.დაჰუდი და დრაქსლერი ? – ბევრი მოთამაშეა ისეთი, რომელიც ჩვენს ინტერესს იწვევს.იულიანის კლუბში მოსვლა წარმოუდგენელია, 2015 წელს მან უარი გვითხრა და მას შემდეგ, კონტაქტისგან თავს ვიკავებთ.”

“ოთხი ან ხუთი წლის წინ მირალემ პიანიჩისა და გონსალო იგუაინის დამატებაზე ვერც კი ვიოცნებებდით, დღეს კი ეს შესაძლებელია.ანდრეა ანიელისა და ჩვენი ხელმძღვანელობის დამსახურებით იუვენტუსი ფინანსურად გამართული კლუბი გახდა და იმედია, სტაბილურობას შევინარჩუნებთ.ხამეს როდრიგესი ? – მისი დონის მოთამაშეების ტრანსფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი ბალანსი გვექნება, მომავალზე წინასწარ საუბარი რთულია.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ნზონზიზე დამახინჯებულად წერია… მაროტამ თქვა გაფართოებულ სიაში გვყავსო რომელთაც იუვე განიხილავს მაგრამ არაფერი სერიოზული.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

დადე მიდი რა კარგი ტრანსფერები

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x