ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“რომას” სამი ქულა და ფლორენციული თრილერი – რა მოხდა კალჩოში ?

ტურინის “იუვენტუსისა” და “მილანის” გარეშე ჩატარებული წლის ბოლო ტური იტალიის ჩემპიონატში ძალიან საინტერესოდ ჩატარდა..

ჩვენდა საბედნიეროდ, წინა ტურის მსგავსად მე-18 ტურიც ლევან მჭედლიძის გოლით დაიწყო, “ემპოლი” 74′ წუთამდე უგებდა სტუმრად “ატალანტას”, თუმცა ბერგამოელებმა ორი გოლის გატანა მოახერხეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს.ნერიაძურის 32 ქულა დაუგროვდა და მეექვსე პოზიციაზეა, მჭედლიძის გუნდი კი 14 ქულით იკავებს მე-17 ადგილს.

მიმდინარე სეზონში მიჯრით მესამე თამაში მოიგო მილანის “ინტერმა”, სტეფანო პიოლის შეგირდებმა ამჯერად “ლაციო” გაანადგურეს საკუთარ მოედანზე, 3-0.უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ სან-სიროს ბინადრებს არგენტინელებმა მოაგებინეს, ჯერ ევერ ბანეგამ გაუტანა მარკეტის შორიდან, შემდეგ კი მაურო იკარდიმ შეასრულა დუბლი.ნერიაძური 30 ქულით მეშვიდე ადგილზეა და ორი ქულით ხსენებულ “ატალანტას” ჩამორჩება.ლაციალე 34 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.

ტურინის “იუვენტუსთან” მარცხის შემდეგ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა დედაქალაქურმა “რომამ”, ჯიალორისიმ “კიევო” დაამარცხა 3-1.ლუჩიანო სპალეტის შეგირდები თავიდან აგებდნენ, თუმცა სტეფან ელ შაარავის, ედინ ჯეკოსა და დიეგო პეროტის გოლების წყალობით იმარჯვეს.”რომა” 38 ქულით ჩემპიონატში მეორეა, “კიევოს” 25 ქულა აქვს და მეთერთმეტე პოზიციას იკავებს.

“კალიარიმ” საოცარი თამაში მოუგო “სასოულოს”, სარდინიელები 1-3 აგებდნენ, თუმცა ათკაციან ნეროვერდის სამი გოლი გაუტანეს და 4-3 იმარჯვეს.ეს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შეხვედრა გახლდათ, მასპინძლებმა 23 ქულა დააგროვეს და 6 ქულით გაასწრეს დი ფრანჩეკოს შეგირდებს.გუნდები შესაბამისად მე-14 და მე-16 პოზიციებს იკავებენ.

6 გოლიანი თრილერი ვიხილეთ ფლორენციაში, სადაც ადგილობრივმა “ფიორენტინამ” “ნაპოლის” უმასპინძლა.შეხვედრა ფრედ, 3-3 დასრულდა, თუმცა უკანასკნელ წამამდე გაურკვეველი იყო, ვინ აიღებდა ამ მატჩში სამ ქულას.ყველაფერი ლორენცო ინსინიეს გოლით დაიწყო, რომელმაც შორიდან გაუტანა ტატარუშანუს.წონასწორობა ბერნარდერსკიმ აღადგინა, თუმცა 16 წუთში ნეაპოლელები კვლავ წინ გავიდნენ, დრის მერტენსის გოლით.ბელგიელს რამდენიმე წამში ისევ ბერნარდესკიმ უპასუხა და ანგარიში 2-2 გახადა.73′ წუთზე პაულო სოუზამ მოედანზე მაურო ზარატე შემოიყვანა, სწორედ ამ უკანასკნელმა გაიტანა 82′ წუთზე პეპე რეინას კარში მესამე გოლი და თითქოს სამი ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს, თუმცა, სარის ბიჭები არ დანებდნენ და ქულას მაინც გამოკრეს ხელი.შეხვედრის დასრულებამდე სულ რაღაც ერთი წუთით ადრე ფლორენციელთა საჯარიმოში მერტენსი წაიქცა, ტალიავენტომ პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა, რომელიც მანოლო გაბიადინიმ აქცია გოლად.იებმა ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ მოიპოვეს ქულა და მეცხრე პოზიციაზე არიან, ნეაპოლელებმა კი სამმატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტეს, ისინი მესამე მესამეზე იმყოფებიან.

ქულები გაიყვეს აუთსაიდერებმა, “პალერმომ” და “პესკარამ”, სიცილიელები თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში უგებდენ დელფინებს, თუმცა სტუმრებმა მატჩის ბოლოს პენალტის მოპოვება და მისი გატანა შეძლეს.მასიმო ოდოს შეგირდები ცხრა ქულით ბოლოზე არიან, კუნძულელებს კი ათი ქულა აქვთ და გადარჩენისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

0-0 დასრულდა შეხვედრა გენუაში, “სამპდორიამ” “უდინეზეს” უმასპინძლა.უდინელები 25 ქულით მეათე პოზიციას იკავებენ, ლურჯებს კი 23 ქულით მეთორმეტე პოზიცია უკავიათ.

ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ ჰაერივით საჭირო სამი ქულა მოიპოვა “ტორინომ”, რომელმაც სტადიო ოლიმპიკოზე მეორე გენუური კლუბი, “ჯენოა” დაამარცხა.გრანატას რიგებიდან გოლის გატანა იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა, ანდრეა ბელოტიმ მოახერხა.მისთვის ეს კალჩოში მე-13 გოლი იყო.

ამ მომენტისთვის სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი მაურო იკარდია, 14 გოლით.13-13 გოლით აქვთ ანდრეა ბელოტისა და ედინ ჯეკოს, დრის მერტენსის ანგარიშზე 11 ბურთია, იგუაინს კი მეტოქეთა კარი 10ჯერ აქვს დალაშქრული.

შეგახსენებთ, რომ ეს ტური ბიანკონერებთან და როსონერისთან ერთად “კროტონემ” და “ბოლონიამ” გამოტოვეს.შემდეგი ტური აპენინის ნახევარკუნძულზე 2017 წლის 7 იანვარს გაიმართება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ძაან იხვეწება ეს ბერნადერსკი, ყველა შეტევას ეგ იწყებდა ნაპოლთან და სამივე გოლიც მაგან გამოიმუშავა, დროვე უნდა ვიჩალიჩოთ ამაზე თორემ მერე გვიანი იქნება))))

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მზად ხართ იუვეს ბალეჰიკებო მე უკვე მზად ვარ და ველოდები პირველ ტიტულს ოღონდ ვერ გავიგე რა დავდო ერთიან იქსი თუ თასის აღება ვინმემ მირჩიეთ

juve amor
რეალისტი
7 years ago

არაფერიც არ დადო ) თუ დადე მერე გინება არ დაიწყო ოღონდ იუვესი )

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ჩემ გუნდს არასდროს ვაგინებ და თან ჩემ გუნდს ჩემთვის არასდროს გაუმაზია 2002 წლიდან ვთამაჰობ და იუვეს გამო გამო გამფუჭებოდეს ბილეთი არ მახსოვს ყველაზე უფრო ჩელსი მიჰლიდა ნერვებს ხჰირად უაზრო გუნდებთან კარგავდა ქულებს და კიდე ერთი ზუსტად იუვე ის გუნდი ანუ ჩვენი გუნდი რომელმაც პირველი კარგი მოგება მომიტანა და ამ ახალ ბილეთჰიც იუვეს თასის აღებით დავიწყებ წამოვა ხო კარგი თარა და რას იზა ცხოვრება გძერლდება ყველანაირი გინების გარეჰი თან მითუმეთეს ჩემი გუნდის წარმატები ჰენც ძმაო და ყველა იუვეს ბალეჰიკს იუვეს ვერასდროს ჰევაგინინებ რადგან იუვემ ჰემაყვარა ფეხბურთი და პლიუს ამას იუვემ ანუ ჩემა გუნდმა მომიტანა პირველი სერიოზული თანხა და ვაი კიდე იმნაირ… Read more »

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მაგარი კაცი ხარ გიო გაიხარე როგორ დეტალურად წერ ყველაფერს მადლობა

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x