ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი : “მილანი ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოა”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ ყატარულ პრესას საინტერესო ინტერვიუ მისცა..

“იგუაინი ? – გონსალო უმაღლესი დონის ფორვარდია, რაც მთავარია, იგი ცდილობს, ყოველთვის გუნდზე ითამაშოს და გამარჯვებისთვის იბრძოლოს.მილანთან იუვენტუსის დაპირისპირება ისტორიულია და დარწმუნებული ვარ, მინდორზე ორივე გუნდი ტიტულისთვის მაქსიმალურად იბრძოლებს.როსონერის დიდ პატივს ვცემთ, მიმდინარე სეზონში მათ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ და დამსახურებულად იკავებენ კალჩოში მაღალ პოზიციებს.”

“ყატარი ? – აქ უკვე მეორედ ვარ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საოცარი ატმოსფეროა.იმედი მაქვს, 2022 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი კარგად ჩაივლის და მასში მონაწილეობას მეც მივიღებ.ჩინეთი ? – ჩინელები მაქსიმალურად ცდილობენ, საკუთარი პროექტით ევროპელები დააინტერესონ.ამ მომენტისთვის ვერაფერს ვიტყვი ჩემს მომავალთან დაკავშირებით, არ ვიცი, წავალ თუ არა ჩინეთში, ამერიკაში ან ყატარში.”

“მინდა იუვენტუსში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვითამაშო, უახლოესი მიზანი კი სუპერთასის მოგებაა.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

კარგი მიზანია მთავარია ათიანჰი გაარტყათ

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x