ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იგუაინი : “ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს”

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი, გონსალო იგუაინი მედიასეტ პრემიუმის ერთ-ერთი შოუს სტუმარი გახლდათ.პიპიტამ ჟურნალისტის საინტერესო შეკითხვებს უპასუხა..

“საფეხბურთო ოჯახში გავიზარდე, ჩემი ძმა და მამაჩემი ფეხბურთით ცხოვრობდნენ, პირველი რაც ხელში მომხდა ბურთი იყო.თავიდანვე მქონდა ოცნება გავმხდარიყავი ფეხბურთელი, გოლის გატანა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა.ვოცნებობდი სავსე სტადიონზე, სადაც გულშემატკივრები შენს სახელს სკანდირებენ.ეს ხომ საოცარია, ცხოვრებაში უდიდესი ბედნიერებაა.იტალიურ ფეხბურთს ყოველთვის ვადევნებდი თვალს, იქ ხომ მაღალი დონის ფორვარდები თამაშობდნენ, ბაჯო, ტრეზეგე, ბატისტუტა, თუმცა ჩემი კუმირი ყოველთვის რონალდო იყო, ფენომენო.თანამედროვე ფეხბურთის საუკეთესო გოლეადორებად სუარესს, ლევანდოვსკისა და აგუეროს ვთვლი, მათი თამაშის ყურებაც სასიამოვნოა, არა მხოლოდ გატანილი გოლების.”

“მესისა და დიბალას შედარება ? – ლეო რომ საუკეთესოა, ამას ყოველ დღე ამტკიცებს, პაულო ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, მას შეუძლია უმაღლესი დონის ფეხბურთელი გახდეს, ამისთვის მონაცემები აქვს.ასეთ დროს მთავარია ფეხბურთელს თავში არ აუვარდეს, გააგრძელოს შრომა და უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს.ამ ასაკში საფეხბურთო ელიტაში მოხვედრა – უკვე დიდი შედეგია, ახლა მთავარია ყველაფრის ასე გაგრძელება.”

“რეალი ? – 18 წლის ვიყავი, როცა უკვე ძირითად გუნდში ვთამაშობდი.საოცარი თანაგუნდელები მყავდა, რაული, ნისტელროი, რობერტო კარლოსი, მათთან ერთად ვვარჯიშობდი და პროგრესს განვიცდიდი.ყველაზე კარგად პირველი სეზონი მახსოვს, როცა გუნდში კაპელო მოვიდა, 14 ქულით ჩამოვრჩებოდით ბარსელონას, უცებ კი ჩვენი თამაში იდეალურს დაემსგავსა და ჩემპიონატი მოვიგეთ.”

“მიზნები ? – ჩემი კარიერის თითოეულ ეტაპზე მაქსიმალური მიზნებისთვის ვიბრძოდი, ახლაც ასეა, მინდა გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო.მინდა იუვესთან ერთად ზედიზედ მეექვსე სკუდეტო მოვიგო, ეს ხომ ისტორიული მიღწევა იქნება, გუნდმა უკვე საოცრება მოახდინა, ზედიზედ ხუთჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, თუმცა ახლა ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით უნდა ჩავწეროთ.”

“კრიტიკა ? – ბევრი შეიძლება უკმაყოფილოა ჩვენი თამაშის ხარისხით, მაგრამ მოთმინებაა საჭირო.მეც, პიანიჩსაც და ბენატიასაც გუნდთან ადაპტაციისთვის დრო დაგვჭირდა, ერთადერთი რაც მინდა გულშემატკივრებს ვთხოვო, არ შეიტანოთ ეჭვი ჩვენს მონდომებასა და თავდადებაში, როგორც დედაჩემი მეუბნებოდა, თუ რამე გულით გინდა, აუცილებლად მიაღწევო.იუვენტუსს მთელი გულითა და სულით სურს გამარჯვება.”

“ყველაზე რთულად მოსატყუებელი მცველი ? – მამაჩემის შემდეგ ყველაზე მეტად კარლეს პუიოლთან თამაში მიჭირდა, ბარსელონასთან თამაში იმიტომ მძულდა, რომ მათი კაპიტანი ყოველთვის უმაღლესი დონის შეხვედრას აჩვენებდა.კარიერის მანძილზე სამ საოცარ მეკარესთან მომიწია ასპარეზობა, იკერ კასილასთან, პეპე რეინასთან და ჯანლუიჯი ბუფონთან.ჯიჯის წინააღმდეგ მინდორზე სათამაშოდ ყოველთვის ორმაგად მოტივირებული გავდიოდი, მის კარში გოლის გატანა რაღაც საოცარი გრძნობაა.ბუფონს ამ ასაკშიც ისევე უყვარს ფეხბურთი, როგორც ბავშვობაში, ეს განსაკუთრებული მოვლენაა.”

წყარო : Gazzetta Dello Sport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

რო ლანძღავთ პროსტა ცუდი რა ი9ლაპარაკა? რეალობა რაცააა ის იბაზრა კაცმა

lasha naxucrishvili
7 years ago

ეს და დიბალა ყოველთვის ძირითადში უნდა იყვნენ.მანჯუ ძაან მაგარია მარა, ფინტაობა არ იცის ნუ თავზე მოთამაშეა უფრო რა :up:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მანძუ საშემსრულებლო კლასით უფრო მაღლა დგას ვიდრე იგუაინი))

noe
noe
7 years ago

დღის ხუმრობაა ეს :))))))) :forza:

მილანისტა
მილანისტა
7 years ago

სკუდეტოს თავი დაანებე ლიგა მოიგე და მოედანზე სიარულსაც შეეშვი.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

რა კაი დამთხვევაა, ლიგის მოგება იუვეს ბალეშიკებსაც გვსურს :forza: :juventus:

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

იგუაინი ძალიან ძლიერი ფორვარდია და თუ ვინმე ამას ვერ ხედას არ ესმის ფეხბურთი აშკარად

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

იგუაინი ფინალებში ძაან მაგარია ხოლმე, ვაი მაგის პატრონს მაგისას :დდდდდ

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x