იტალიური პრესა ვიტსელის ალტერნატივებს ასახელებს
აქსელ ვიტსელი ნელ-ნელა ჩინეთის ჩემპიონატს უახლოვდება, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა კი ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს..
ტომას რინკონის ტრანსფერის შემდეგ მასიმილიანო ალეგრი გუნდში კიდევ ერთი ნახევარმცველის მოყვანას ითხოვს და სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, ჯუზეპე მაროტა რამდენიმე კლუბთან დაიწყებს მოლაპარაკებებს.იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავარ კანდიდატებად “ვოლსბურგის” შუახაზელი ლუის გუსტავო, “სევილიას” სტევენ ნ’ზონზი, “ლიონის” კორენტინ ტოლისო და “ატალანტას” რობერტო გალიარდინი სახელდებიან.
ნ’ზონზის კონტრაქტში არსებული პუნქტის თანახმად, მისი გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევროა, თუმცა არავინ იცის, რამდენად დათანხმდება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მოასპარეზე “სევილია” ნახევარმცველის გასხვისებას.იგივე სიტუაციაა ტოლისოს გარშემოც, ოლიმპიკელები ახალგაზრდა შუახაზელს ერთ-ერთ ლიდერად თვლიან და საკმაოდ სერიოზულ თანხას ითხოვენ.
გალიარდინი “ატალანტას” რიგებში მოასპარეზე ერთ-ერთი უნიჭიერესი იტალიელი ნახევარმცველია, მისი სატრანსფერო ფასი კი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ყველაზე რეალური ვარიანტი მაინც ლუის გუსტავოა, “ვოლსბურგი” მზადაა ბრაზილიელი არენდის წესით გაუშვას გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით.
ჯერ ვიტსელი და მერე მაგის ალტერნატივა, ვაი ვის ხელში ვართ
დელ პიერო
ვიდალს კონტე ეჩალიჩება და არც ბაიერნია უარზე რომ გაყიდოს. ანჩელოტი მაინცდამაინც არ წყალობს არტუროს. მეორე მომენტია მისი დაბრუნება რამდენად მისაღები იქნება იუვეს ტიფოზერიისთვის და თვითონ ვიდალსაც რამდენად ექნება თავმოყვარეობა
გალიარდინი!
ვიცელი ოფიცლალურად ჯერ არ გადაასულა არსად ეხლა იტალიური საყები სხვა სახის ინფებს დებენ ალბათ ამ დგებში გაფწყდება
მგონი ჯერ ვიცელი არა გადწყვეტილი იტალური სატები ეხლა სხვა სახის ნუსებს დებენ ჯერ არ გადასულა არსად ვიცელიოო
სირცხვილია……………
იუვეს დონის გუნდი რომ ვიტსელს ვერ მოიყვანს….
იუვეს ხელმძღვანელობა გინების ღირსია, პოგბას+ვიდალს რომ ვერ შეინარჩუნებ და რინკონ გუსტავოებს მოათრევ
რაა ძმაო იუვე სირცხვილი იმ ფეხბირთელის მოყვანა რომელიც ფულს ანიჭებს უპირატესობას და არა წესიერ კლუბს არც ჭირდება იუვეს და არც მოიყვანენ ფულის მონებს
chemtvis upro mdzime dartyma iyo vidali rom wavida mimachnia rom arturo upro sachiro iyo chventvis vidre pogba netav rogorme daabrunon vidali