ლემინა და ბენატია აფრიკის თასისთვის ემზადებიან
ტურინის “იუვენტუსის” ორი მოთამაშე, მარიო ლემინა და მედჰი ბენატია აფრიკის თასზე იასპარეზებენ..
ცხელი კონტინენტის პირველობა 14 იანვარს აიღებს სტარტს და სწორედ გაბონის ეროვნული ნაკრების თამაშით გაიხსნება, გაბონელები გვინეა ბისაუს დაუპირისპირდებიან.მარიო ლემინას გუნდი A ჯგუფში იმყოფება კამერუნთან, ბურკინა ფასოსთან და ხსენებულ გვინეა ბისაუსთან ერთად.
რაც შეეხება მედჰი ბენატიას, მისი მაროკო კენჭისყრამ C ჯგუფში განამწესა.მისი მეტოქე კოტ დ’ივუარი, კონგო და ტოგო იქნებიან.
აფრიკის თასის ჯგუფური ეტაპი 25 იანვრამდე გაგრძელდება და ამის შემდეგ დაიწყება პლეიოფები.ეს იმას ნიშნავს, რომ ბიანკონერებს ეს ორი ფეხბურთელი მინიმუმ თვის თვის ბოლომდე დააკლდება.
შეგახსენებთ, რომ მესამე აფრიკელმა იუვენტინომ, კვადვო ასამოამ განის ნაკრებში გამოცხადებაზე უარი ფიზიკური ფორმის გამო განაცხადა და შესაბამისად, იგი ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს.
რიკარდო როდრიგესისთვის ჩელსი, არსენალი და ინტერი იბრძოდნენ, გამოიცანით ვინ გაიმარჯვა
როგორც ჩანს მაღალი ხელფასი შესთავაზა მერდამ. საკმაოდ მოძლიერდა ნერაძური, ზაფხულშიც თუ ასე გააგრძელა, მაშინ მომავალ სეზონში იუვეს მთავარი კონკურენტი იქნება
ეს ასამოა მაგარი გვყავს

Leminam iqneb moumatos nakrebshi erterti wamyvani pegburtelia da meti satamasho dro eqneba tan….
არა უჰავს