ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “იუვენტუსიდან წასვლას არ ვაპირებ”

მასიმილიანო ალეგრი “ბოლონიასთან” ჩატარებული შეხვედრით კმაყოფილი დარჩა..

“მინდა ბიჭებს წარმატებული შეხვედრა მივულოცო, ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც დაგეგმილი გვქონდა.ვფიქრობ, წამითაც კი ეჭვქვეშ არ დამდგარა საკითხი, თუ ვის უნდა დაეტოვებინა მინდორი სამი ქულით.თავიდანვე აქტიურად დავიწყეთ და რა თქმა უნდა, სწრაფმა გოლმა თავდაჯერებულობა შეგვმატა, საჭირო დროს ბურთს ვაკონტროლებდით და მეტოქეს თავისუფლად მანევრირებაში ვუშლიდით ხელს, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო.”

“სიმართლე გითხრათ, ვიცოდი, რომ დიბალა დოჰაში პენალტს გააფუჭებდა, დღეს კი დარწმუნებული ვიყავი, რომ შეაგდებდა, თუმცა, დარტყმის მომენტზე არ შემიხედავს, არც სუპერთასზე და არც ბოლონიასთან.საიდან ვიცოდი ? – ამას სეზონის ბოლოს გეტყვით.”

“ჩვენი მთავარი მიზანი სკუდეტოა, მთავარი კონკურენტები კი რომა და ნაპოლი.ვფიქრობ, 85 ქულა უნდა დავაგროვოთ რომ ისტორიული ჩემპიონობა მოვიპოვოთ.ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, იგი იტალიის ჩემპიონატისგან განსხვავებული ტურნირია, პლეიოფებში მხოლოდ ერთი შანსი შეიძლება მოგეცეს და თუ ვერ გამოიყენებ, სახლში მიდიხარ, მოწინააღმდეგე კი გზას განაგრძობს.”

“პრემიერ ლიგა ? – ინგლისურს კარგა ხანია ვსწავლობ, მიყვარს ეს ენა.არდადეგებზე ლონდონს ქალიშვილთან ერთად ვეწვიე, აეროპორტიდან გამოვედი და ნიუსებიდან შევიტყვე, თითქოს არსენალის ჩაბარებას ვაპირებდი.უბრალოდ არ მესმის, საიდან ჩნდება მსგავსი ინფორმაციები.იუვენტუსში ბედნიერი ვარ და სანამ კარისკენ არ მიმითითებენ, წასვლას არ ვაპირებ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Aleko
Aleko
7 years ago

Alegri cudi treneriao ver vityvi magram juves ar sheefereba.aseti sastavi ro gyavs ufro strafi da shemtevi frxburti unda itamasho ra.kargad gamochta pgba rom ara alegri kaixnis ukan iqneboda gasashvebi.exla kide 90limons ro gadaixti higuanshi tipi atamashos ise rogorc ari michveuli roja darbis sadgac shua moidanshi tyuilad ra napolshi rogorc gaitana magram amdeni goli imitom rom sarim zustad ise atamashos da im pozisiaze daayena sadgac sachiroa aq kide.tan iseti pexburtelebi gyavs romeltanac sheudzliat strafi frxburti itamasho da eatomac ara?kontes dros juves marto juves iyos roca sachiroa iyos strafsac itamasho da da roca sachiroa iyos frtxilasac exla kide.simartle ro vtqvat ligas jgufuridan… Read more »

იუვე
იუვე
7 years ago

alegri :forza:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

სულ მიკვირს ამ მწვრთნელს რო აგდებენ ხალხი,პრობლემა მწვრთნელში კიარა ხელმძღვანელობაშია,ტრანსფერებს არ აკეთებენ სწორად,ყოველ წელს 6-7 წამყვანი მოთამაშე მიდის და ამდენივე ახალი მოდის.რომელი მწვრთნელი გაუძლებს ამას

........
........
7 years ago

იუვესთვის იდეალურია

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

არვიცი რომელი თვისება გამოარჩევს ალეგრის მაგრამ იუვეს საერთოდ არ შეეეფერება

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

სეზონის ბოლომდე უნდა აცადონ,შემდეგ შორს იუვედან ძალიან შორს წავიდეს

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

კარასიკან არ მიგითეთებენ ამ სეზონჰი მარა ის უნდა გაითვალისწინო რო ამ წელს თუ არა მეორე წელს ლიგას თუ არ დადებ მაჰინ 99 პროცენტი გაგიჰვებენ

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ასეა თუ ისეა, უნდა დაცალდეს ნორმალურ გარემოებაში მუშაობა

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x