ევრას აგენტმა წასვლა დაადასტურა
ევრას აგენტმა მისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა :
იუვენტუსის მცველის პატრის ევრას აგენტმა ფედერიკო პასტორელიმ დაადასტურა, რომ მისი კლიენტი ზამთარში ტურინულ კლუბს დატოვებს.
მისის განცხადებით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ფრანგის თაობაზე რამდენიმე წინადადების მოსმენა მოუწია, მაგრამ იტალიურ კლუბთან ჯერ ამის შესახებ არ უსაუბრია.
“იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა არ მქონია, თუმცა მათთან უახლოეს პერიოდში მოლაპარაკების სესია იგეგმება..
ყველაფრის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ევრა იანვარში კლუბს დატოვებს.”
პრესაში არაერთხელ გაიჟღერა, რომ 35 წლის ფრანგის მიმართ ინტერესს ვალენსია და მანჩესტერ იუნაიტედი იჩენენ.
არადა როგორ გამეხარდა, ევრას და პოგბას სურათი რომ ვნახე ზაფხულში. ვიფიქრე ევრა რადგან ჩავიდა პოლთან, უეჭველი გადააფიქრებინებს იუვედან წასვლასთქო. თურმე ამასაც გაქცევაზე ქონია თვალი.
ისე კარგი იქნებოდა ერთი სტატია დაიწეროს სახელად #NBAVote Zaza Pachulia და აიპინოს, შიგ ხმის მიცემის ყველანაირ ხერხებს ყოველწუთს შევიხსენებდით თითეული ჩვენგანი და ქართულ საქმეს წავწევდით წინ <3
ნუ ადმინმა გადაწყვიტოს მარა თუ ზაზულიას ვნახავ ალლ სტარზე მაგრად გამისწორდება
ევრა დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშეა და მაინცდამაინც ზამთრის არდადაგების დროს მისი წასვლა არ იქნება სახარბიელო
წარმატებები პატრის
თქვენ კიდევ დროზე ააცვით თუ მიდიხართ გადაწყვიტეთ რა გინდათ