ასკოლის ტალანტი ტურინს უახლოვდება
მაროტა მომავალზეც ფიქრობს…
ტურინის იუვენტუსსა და ასკოლის შორის 1997 წელს დაბადებული რიკარდო ორსოლინის თაობაზე მოლაპარაკებები გახურდა.
ხვალ ორივე მხარის წარმომადგენლები კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ, რომ საბოლოოდ შეათანხმონ დეტალები და მოთამაშის მომავალი გაარკვიონ.
იტალიის ჩემპიონები გეგმავენ ორშაბათისთვის ყველაფერი მოაგვარონ, რათა ნაპოლის კონკურენცია დასძლიონ და ვინგერი გაიფორმონ.