ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რინკონი : “აქ ყველაფერია იმისთვის, რომ გაიმარჯვო”

ტურინის იუვენტუსის ახალწვეულმა Sky-სთან საუბარში პირველი შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრა.

იტალიის თასის 1/8 ფინალში ატალანტასთან(3:2) გამარჯვების შემდეგ, იუვენტუსის ნახევარმცველმა ტომას რინკონიმ პრესასთან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

“როდესაც ვინოვოზე მიხვალ, იცი, რომ მიზნების მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო. აქ იმ კატეგორიის ხალხია, ვინც იცის როგორ უნდა მიუდგე მოთამაშეს და როგორ უნდა იმუშაო მასთან ერთად..

ატალანტასთან შეხვედრა? ჩვენ კარგაად ვითამაშეთ და შემდეგ ეტაპზეც გავედით. მათ ბოლომდე იბრძოლეს და მეორე ტაიმში კარგი ფეხბურთიც დაგვიპირისპირეს. მთავარი გამარჯვებაა, თუმცა რისკების შესამცირებლად 90 წუთი ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ..

ფიორენტინა? რთული შეხვედრა გველის. საქმეს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ფლორენციელებს საკმაოდ ტექნიკური და ორგანიზებული გუნდი ჰყავთ. ჩვენ ჩვენი თამაშის ჩვენებას შევეცდებით, რათა შინ დადებითი შედეგით დავბრუნდეთ..

დიბალა? პაულომ მე სასიამოვნოდ გამაოცა. საკმარისია მისი ერთი მოძრაობა იხილო და მაშინვე მიხვდები, თუ როგორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ის გუნდისთვის. დიბალას აქვს არანორმალური ტექნიკური არსენალი, რომელსაც წინ კიდევ უფრო დიდი მომავალი ელოდება.

პირველი დღეები? საქმე იმაშია, რომ მე ძალიან გამიმართლა. იუვენტუსი ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის. ეს მათი ფილოსოფიაა, რომელიც ყოველთვის მუშაობს. აქ ყველა მოგებაზე და წარმატებაზე ფიქრობს.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bususa44
bususa44
7 years ago

:forza:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

:juvee: მარტალია მოგება და ტარმატება პირველ რიგსი :juvee:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x