ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი : “რომაში თამაშის შანსი მქონდა”

იტალიელი მცველი წარსულს იხსენებს…

ტურინის იუვენტუსის მცველმა ჯორჯო კიელინიმ პრესასთან საუბარში 2004 წელი გაიხსენა, როდესაც მისი რომაში ტრანსფერი ჩაიშალა.

ლივორნოს აღზრდილი უკანახაზელის განცხადებით, ის რომაულ კლუბში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა შემდეგ გამოჩნდა იუვენტუსი.

“2004 წელს მზად ვიყავი რომასთან ხელშეკრულება გამეფორმებინა. კლუბმა ჩემი კონტრაქტის ნახევარიც კი იყიდა, თუმცა მათ ფილიპ მექსესთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ..

ლივორნოს პრეზიდენტი რომას შეუთანხმდა. მე ბედნიერი ვიყავი, რადგან დედაქალაქურ კლუბში გადასვლა წინ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნდა..

ერთ დილას კი მე დამირეკეს და მილანში წასვლა მთხოვეს, სადაც 3-4 კლუბის წინადადება უნდა მომესმინა. იქ ჩასულს სპორტული დირექტორი ფრანკო ბალდინი დავინახე და მივხვდი, რომ სხვა ვარიანტებიც გაჩნდებოდა..

როდესაც კარი შევახე, იუვენტუსის წარმომადგენლები დამხვდნენ და მივხვდი, რომ ჩემი მომავალი იცვლებოდა. ამან ჩემი საფეხბურთო ბედი გადაწყვიტა.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლექსო ანთია
ლექსო ანთია
8 years ago

საოცრად დძლიერი მცველია

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x