ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ინტერვიუ იგუაინის ძმასთან

Tuttosport-ის ვრცელი ინტერვიუ იგუაინის ძმასთან…

ფედერიკო იგუაინმა იტალიურ მედიასთან საკუთარ ძმაზე ვრცლად ისაუბრა. ფედერიკო ახლა ამერიკულ კლუბ კოლამბუსში თამაშობს, თუმცა Tuttosport-თან ინტერვიუსთვის დრო გამონახა.

“გონსალომ წარმატებისთვის ბევრი რამ შესწირა, თუნდაც შეყვარებული. კიდევ რა? მაგალითად მე არასდროს მინახავს ის დისკოტეკაზე, რაც ახალგაზრდა ბიჭისთვის ნორმალურია. ჩვენ ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს ვართ, თუმცა ერთად ყოფნა ხშირად არ გვიწევს. ჩვენ ხშირად ვთამაშობთ კარტს, ვცურავთ ბასეინში, ვუსმენთ მუსიკას და ვმღერით კარაოკეს. კარგად ვერ ვმღერით, თუმცა ამით ვერთობით. ხანდახან იტალიური სიმღერებსაც ვუსმენთ, განსაკუთრებით ჯოვატონის და ვასკო როსის. ვინ ტრიალებს სამზარეულოში? დედა და ჩემი ცოლი..

რას ვფიქრობ გონსალოს წონის კრიტიკაზე? მეჩვენება, რომ ადამიანებმა მოიწყინეს და თავის გართობა ამით გადაწყვიტეს. ფეხბურთი ეს რთული საქმეა, მაგრამ არა გონსალოსთვის. მე ხშირად მესმის საშინელებები მესიზე, რონალდოსა და იბრაჰიმოვიჩზე. საუკეთესო მოთამაშეები მუდამ სამიზნეები არიან..

დიახ, ეს სიმართლეა. ჩვენ მართლაც ბევრს ვურთიერთობთ. გონსალომ იუვენტუსში გადასვლა გარკვეული მიზეზების გამო გადაწყვიტა. მას წარმატება სურდა. 90 მილიონი? მე ამით ვამაყობ. ჩვენ მას ყოველთვის საუკეთესოდ ვთვლიდით, თუმცა ეს მას მსოფლიო მოთამაშედ ხდის. ვიცით, რომ ეს მისი მიზანი იყო..

მე ამაყი ვარ. მან თავი კარგად წარმოაჩინა და მისით მთელი ქალაქი ამაყობს. მე ამაში მაშინ დავრწმუნდი, როდესაც ბოლოს ტურინში ვიყავი. ვფიქრობ, გონსალო იქ დიდხანს დარჩება. მინდა ვთქვა, რომ იუვენტუსი არა მხოლოდ დიდი კლუბი, არამედ ნამდვილი დიდი ოჯახია. რამდენ გოლს გაიტანს? არ ვიცი, 20-50, ვნახოთ…

მას ყოველ დღე აკრიტიკებენ, თუმცა მის აქტივში უკვე 20,25,30,36 გოლია. ეს შემთხვევით არ ხდება. უცნაური იქნება, თუ ის მხოლოდ 5 გოლს გაიტანს. გონსალო ყოველთვის ინსტიქტით თამაშობს. ახლა ის ძლიერ გუნდშია. ვიმედოვნებ, წელს მას სუპერ სეზონი ექნება და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს..

გუნდის ახალი ტაქტიკა? იუვენტუსი ბრწყინვალე გუნდია, სადაც უმაღლესი კლასის მოთამაშეები ირიცხებიან..

საერთოდ ჩვენ განსხვავებული ძმები ვართ. ჩვენ ერთად თამაში რივერ პლეიტშიც მოვასწარით, საიდანაც ის რეალში წავიდა მე კი – ბეშიქთაშში. გონსალოს აქვს საოცარი ტექნიკა, ფიზიკური მონაცემები და ის ბრწყინვალე ფორვარდია, რომელსაც გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია. მისი გოლები ამაზე მეტყველებს..

ბავშვობაში ჩვენ სახლში სულ ფეხბურთს ვთამაშობდით. გვიყვარდა ერთი-ერთზე პაექრობა: მე, გონსალოს და ნიკოლასს. თამაში ყოველთვის უხეშობით გამოირჩეოდა. გონსალო სულ კრესპოს და ფრანჩესკოლის ბაძავდა, ნიკოლასს მარადონობა სურდა, მე კი ზიდანი და რიკელმე ვიყავი(იცინის)..

ჩვენს სახლთან ახლოს მოედანი იყო. ნიკოლასი ჩვენ ბევრად აღგვემატებოდა, რადგან ის უკვე პირველ დივიზიონში თამაშობდა. საერთოდ ჩემი საქმე ძმებთან შედარებით ცუდადაა, თუმცა მაგიდის ჩოგბურთში ყოველთვის მათზე ძლიერი ვიქნები. გონსალო წყნარი და ჩაკეტილი ბავშვი იყო, ის ახლას ასეა. ის დროს სულ მშობლებთან ერთად ატარებდა..

აპრილში იუვენტუსს რთული შეხვედრები ელის. ვფიქრობ, ნეაპოლელი გულშემატკივრები მას კარგად უნდა შეხვდენენ, რადგან მან ნაპოლის რიგებში უამრავი გოლი გაიტანა..

მე სერია ა-ში? აშშ-ში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ვინ იცის… იტალია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა..

იტალიელები აშშ-ში? ჯოვინკო აქ ძალიან უყვართ. პირლოსთანაც მომიწია შეხვედრა, რაც ძალიან საინტერესო იყო. ის და რიკელმე ჩემთვის მისაბაძი პიროვნებები არიან, ვისთან ერთადაც სიამოვნებით ვითამაშებდი. რაზე ვისაუბრე პირლოსთან? იტალიაზე, იუვენტუსსა და გონსალოზე.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

:forza: :forza: :forza: :forza:

ფიცხელა
ფიცხელა
7 years ago

ღირდა 90 ლიმონი :forza: :forza:

verdi
7 years ago

დაშორდებოდა შეყვარებული უეჭველი იმასთანაც ააცილე :lool: :lool:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

:forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x