იგუაინი: “ახალი ტაქტიკა მომწონს”
გონსალო ალეგრის გადაწყვეტილებას იწონებს…
იტალიის ჩემპიონატის 21 ტურში, სასუოლოსთან(2-0) გამარჯვების შემდეგ, ტურინის იუვენტუსის თავდამსმხელმა გონსალო იგუაინმა მატჩზე ისაუბრა.
“ჩვენ კიდევ შეგვიძლია მომატება. წინ დიდი გზა გველის, მაგრამ თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, მეტოქეებს ძალიან გაუჭირდებათ. ჩვენ ჯერ სკუტედო არ მოგვიგია, ასე რომ გამარჯვებები არ უნდა შევწყვიტოთ..
ახალი სქემა მომწონს. კარგად ვთამაშობთ. ალეგრიმ სიმამაცე გამოიჩინა და ასეთი ტაქტიკა აირჩია. თავს კარგად ვგრძნობ. ყოველთვის მარტივია, როდესაც თანაგუნდელები საქმეს გიმსუბუქებენ..
ეს ფორმა ჩვემთვის გადამწყვეტი უნდა აღმოჩნდეს. დაწყებულზე გაჩერება არ შეიძლება. ფლორენციის შემდეგ ჩვენს ძალებში ვირწმუნეთ.”
მომწონს კარგია ახალი ტაქტიკა, საჭიროების შემთხვევაში ლავირებების საშუალებაც არსებობს.
სამივე თამაში მაგრად იმუშავა ამ ტაქტიკამ.ძალიან ხშირად ვერთობით მეტოქის საჯარიმოში და ნახევარდაცვის ხარვეზებიც პრაქტიკულად აღარ არსებობს.ახლა არ დამიწყოთ უბრალო გუნდებს ვეთამაშეთ და მაგიტოვო 3-5-2ით ბევრად უფრო სუსტ გუნდებთან არ გამოგვდიოდა წელს ამდენი შეტევები.დაჟე ანგარიშის შესანარჩუნებლადაც კი უკეთესი ტაქტიკა გამოდგა! რაც არ უნდა გასაკვირი იყოს.ეხ სად წავიდა მორატა გდებულიყო რა :| მანუკიჩის ადგილას მორატას სისწრაფე დაგვხატავდა.ისე მანჯუ წელს ძაან მაგარია მაგარ პასებს აძრობს! არცერთხელ არ ყოფილა აორთქლებული მოედანზე.
მიდი იგუ კიდე მეტი ჰენგან
იუვესთვისაა ახალი ეს ტაქტიკა თორემ მთელი დუნია ამით თამაშობს ბოლო წლებია