ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი ნ’ზონზის და როდრიგესს არ ივიწყებს

როგორც ჩანს წინ ცხელი ზაფხული გველის…

ზამთრის სატრანფერო ფანჯარა რამდენიმე საათია დაიხურა, თუმცა იუვენტუსი უკვე იწყებს მომავალს სატრანსფერო სვლებზე ფიქრს.

კორენთინ ტოლისო კვლავ რჩება ტურინულ რადარზე. გალილეო ფერარის ბინადრებს ლიონის ნახევარმცველის ხელში ჩაგდება და შუახაზის გაძლიერება სურთ.

ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი ამაზე გაჩერებას არ აპირებენ. სტივენ ნ’ზონზი კვლავ მოთხოვნადი ფიგურაა ტურინში. 1988 წელს დაბადებული ფრანგ-კონგოელს მიმდინარე ხელშეკრულება 2020 წელს ეწურება. ასე რომ ექს სტოკელის ხელში ჩასაგდებად მაროტას მინიმუმ 30 მილიონი ევროს გაღება მოუწევს.

კიდევ ერთი სამიზნე რიკარდო როდრიგესი იქნება, რომლის სახელიც ტურინის ქუჩებში გასული ზაფხულიდან ჟღერს. 24 წლის ფლანგელი, რომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერია. მისი სავარაუდო ღირებულება 22 მილიონი ევროა. როდრიგესის შეძენით იუვენტუსი ძალიან დიდი ხნით გადაჭრის მარცხენა მცველის პრობლემას: სანდრო 26 წლის, როდრიგესი 24 წლის.

რამდენიმეჯერ გაიჟღერა ხავიერ პასტორეს სახელმაც, რომელიც პარიზის დატოვებას აპირებს და მისთვის ნაცნობ სერია ა-ში დაბრუნება ურიგო ნამდვილად არ იქნება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
turineli
turineli
7 years ago

nzonzim gaaxangrdzliva seviliastan kontraqtio ukve daweres sxva safexburto saitebma

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x