ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიანიჩმა შესაძლოა პორტუსთან შეხვედრა გამოტოვოს

იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის წინ ლიდერებს კარგავს…

იტალიური მედიის ცნობით, ტურინის იუვენტუსის ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა შესაძლოა პორტუსთან გასამართი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვოს. ასევე პრაქტიკულად გამორიცხულია ჯორჯო კიელინის და ანდრეა ბარძალის თამაშიც, თუმცა სამივე მათგანის საკითხი დღეს გახდება ცნობილი.

კიელინიმ დაზიანება კალიარისთან მატჩში მიიღო და მას მერე უქმად უწევს ყოფნა, ისევე როგორც ანდრეა ბარძალის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ იტალიის ნაკრების დაცვის წევრებმა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღონ. დაცვის ხაზში ლეონარდო ბონუჩის მეჰდი ბენატია შეუწვილდება.

ნახევარდაცვის ხაზში საეჭვოა მირალემ პიანიჩის გამოჩენა. ბოსნიელს ტერფის დაზიანება აღენიშნება.

სავარაუდო შემადგენლობა პორტუს წინააღმდეგ:(4-2-3-1): ბუფონი; ლიხშტაინერი; ბონუჩი; ბენატია; სანდრო; ხედირა; მარკიზიო; კუადრადო; დიბალა; მანჯუკიჩი; იგუაინი.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vakhtang karchava
7 years ago

ბენატიას გამოცდილების გამო აყენებს. ხოლო შემადგენლობას რო არ ეკითხებიან, ეს უკვე ზედმეტია)))

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

1:1 ან 1:2 მორჩება პორტოსთან

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

შეტევას არ დაშლის,აი დაცვაში კი ბენატია არა მგონია დააყენოს,რუგანი და ბინუჩი იქნებიან

დათო
დათო
7 years ago

მგონი ალეგრის აღარც ეკითხებიან შემადგენლობას – ფეხბურთელები თვითონ წყვიტავენ ვინ გავიდეს სათამაშოდ. :chuvak: პორტოსტან ესეთი შემტევი შემადგენლობა არა მგონია ალეგრის იდეა იყოს :chuvak:

ნედვედა
ნედვედა
7 years ago

ვფიქრობ ბონუჩისთან რუგანი უფროა შეთამაშებული ვიდრე ბენატია.

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

ალეგრის ზომიერება ამ შემთხვევაში მისაგებია ჩემი აზრით ეხმარება პროგრესში.ისე ბენატიას თამაშს ამის დაყენება მეც მირჩევნია

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

აუ რუგანი რომ ჩვენია როგორ მიხარია,მაგრად მჯერა რომ უდიდესი მცველი დადგება

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

rato beniatia da araa ruganii??
Daa algrs tema ukve saxe migo fexburtlbtan komfliqts vgulsxmob da es ara kai faktia mwvtneli ver dgas im posziashishi rogorc unda iyos:((

maradona73
maradona73
7 years ago

ბუფონმა როგორც კაპიტანმა პირველ რიგში უნდა აუწიოს ყური ვისაც ეკუთვნის.

დალშე კლუბმაც სანქციები უნდა აარტყას ეგეთებს.

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x