ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი 2:0 ემპოლი (შეფასებები)

გთავაზობთ, tuttosport-ის მიერ გამოქვეყნებული ფეხბურთელთა შეფასებებს ემპოლისთან შეხვედრაში…

ნეტო 6 – ემპოლი მის კარს იშვიათად ემუქრებოდა. ბრაზილიელი თამაშში მხოლოდ ერთხელ, მატჩის მიწურულს ჩაერთო.

დანი ალვეში 6.5 – კარგად გამოიყურება შეტევაში. უკეთებს საგოლე გადაცემას ალექს სანდროს. პასკუალს მის წინააღმდეგ თამაში გაუჭირდა.

ბონუჩი 6.5 – პორტოსთან გამოტოვებული შეხვედრის შემდეგ თამაშობს მარტივად და თავდაჯერებულად.

რუგანი 6.5 – მისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ბრწყინვალედ გამოიყურება. ნელ-ნელა დაცვის ლიდერად ყალიბდება.

ალექს სანდრო 7.5(საუკეთესო მოთამაშე) – სისწრაფე, ტექნიკა. ბრაზილიელი შეუძერებელია. გააქვს ბრწყინვალე გოლი ცენტრფორვარდის სტილში.

პიანიჩი 6.5 – ასპარეზობს რეჯისტას პოზიციაზე. ხშირად უწევდა ბრძოლებში შესვლა ბურთის მოსაპოვებლად.

მარკიზიო 6 – დაკარგა იმაზე ბევრი ბურთი, ვიდრე მას სჩვევია.

სტურარო 6 – ასპარეზობს ვინგერის პოზიციაზე. ეხმარება მანჯუკიჩს სივრცეების გათავისუფლებაში.

კუადრადო 7 – სუპერ ტექნიკა. მისთვის რამდენიმე მეტოქის გამკლავება პრობლემას არ წარმოადგენს.

იგუაინი 6.5 – დღეს გოლი ვერ გაიტანა, თუმცა გუნდისთვის ბევრი იმუშავა. ამარაგებდა გადაცემებით მანჯუკიჩს.

მანჯუკიჩი 7 – გატანილი გოლი, რომელიც საბოლოოდ მეკარეს ჩაეთვალა. დაუბრუნდა ცენტრფორვარდის პოზიციას, თუმცა რამდენიმე მომენტში ნამდვილი ცხრიანივით ვერ იმოქმედა. დიბალას შემოსვლის შემდეგ გადადის ვინგერად, რასაც თავს საუკეთესოდ ართმევს.

დიბალა 6.5 – ტრადიციულად მეტოქის მცველებისათვის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა.

ალეგრი 6.5 – დიბალას და ხედირას დასვენების საშუალება მისცა.პირველ ტაიმში სტურაროთან ერთად 4-2-3-1 ტაქტიკაში გუნდი ცოტათი ინერტული ჩანდა, თუმცა მეორე ნახევარში ტურინელებმა მოუმატეს და შედეგი სახეზეა. + 10 ქულა რომასთან.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
სვანი
სვანი
7 years ago

რუგანი რა იზრდებაა იფ იფ … ეხლა ეს კალდარაც მოვიყვანოთ ნაპოლის რომ გამოუყვანა წირვა და ეგაა )) ბარძალი მომავალ წელს წავა ალბათ და რუგანი დადგება ძირითადში. აი მერე უკვე კალდარამ უნდა გაიაროს რუგანის გზა. მოვიდეს სკამზე და გაიზარდოს ნელ ნელა

მიშო
მიშო
7 years ago

რუგანის წარმატება იმან გამოიწვია რომ არენდებით არ გააბანძეს, ვფიქრობ ბონუსთან კიელოსთან და ბარძალისთან ვარჯიშებზე უფრო მეტს ისწავლის მცველი ვიდრე ფროსინონეებში და ნოვარებში ძირითადში ყოფნით

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

სანდრო ,რუგანი,დიბალა აუცილებლად უნდა გახდნენ შემდეგი თაობის ლიდერები

vakhtang karchava
7 years ago

რუგანი უკვე ჩამოყალიბდა ძლიერ მცველად იუვეს დონეზე. ჩემი დაკვირებით ყველაზე ნაკლებ შეცდომებს უშვებს დაცვაში და ყველა კომპონენტში ძლიერია, რაც იშვიათია საუკეთესოებსშორისაც…

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ყვოველთვის ობიქტური როგორ არის ჰეფასება ძირითად

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ძაან დონეა

vakhtang karchava
7 years ago

მეკარემ დაჭერა ვერ მოახერხა და მაგიტომ ჩაუთვალეს? მაშინ სანდროსაც ვერ შეუშალა ხელი მცველმა და მაგასაც ჩაუთვალონ… რა იდიოტობა…

maradona 73
maradona 73
7 years ago

სანდრიკამ მაგრა შემაყვარა თავი, მაგარი ბიჭია. ტექნიკაც აქვს, ფიზიკაც და მოედნის ხედაც.

:forza:

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x