პარატიჩი: “ბონუჩის ტრანსფერი? მასთან უნდა დავილაპარაკოთ”
იუვენტუსის სპორტულმა დირექტორმა ბონუჩის გარშემო არსებულ ჭორებზე ისაუბრა…
იუვენტუსის სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩმა მედიასთან საუბარში ლეონარდო ბონუჩის მომავალზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს საკითხი ჯერ ფეხბურთელთან ერთად უნდა განიხილოს.
“ჩვენ ბონუჩი მაშინ გავიფორმეთ, როდესაც ის ახალგაზრდა იყო. ახლა ლეო გამოცდილი ფეხბურთელების რიგს მიეკუთვნება. მან უკვე 300 შეხვედრის ჩატარება მოასწრო…
მისი ტრანსფერი? სანამ სხვა კლუბებთან მოლაპარაკება შედგება, ჯერ ფეხბურთელს უნდა გავესაუბროთ და გავიგოთ რა სურს მას.”
არსად გაუჰვათ ნდევედ ჰენ მიხედე რა ამ საქმეს
caikitxa da kai vecdebio