ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი: “3 ქულა სკუდეტოს არ ნიშნავს”

ალეგრიმ სამპდორიასთან(0-1) გამარჯვება შეაფასა…

გენუაში, სამპდორიასთან(0:1) გამარჯვების შემდეგ, ტურინის იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მაქს ალეგრიმ შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

“სკუდეტო? 3 ქულა სკუდეტოს არ ნიშნავს, თუმცა წინ გადადგმული ნაბიჯია. ნაპოლისთან მატჩამდე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო. პირველ ტაიმში კარგი თამაში ვაჩვენეთ, სადაც არაერთი მომენტი შევქმენით..

ბურთი უფრო უკეთ და დიდხანს უნდა გვეჭიროს. დავინახე, რომ გუნდი ბრწყინვალე ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება. შეცდომებიც გვქონდა, რაზეც უნდა ვიმუშაოთ..

იგუაინი და დიბალა? იგუაინი კვლავ უგოლოდაა, თუმცა მან კარგი შეხვედრა ჩაატარა. ბევრი იმუშავა, ირბინა და გოლის გატანის შანსიც ჰქონდა. რაც შეეხება დიბალას სანერვიულო არაფერია, რადგან სერიოზული დაზიანება არაა. ის უნიკალური მოთამაშეა, რომელიც ზონებს შორის გადაადგილდება. პიაცა ასეთი სტილის არაა..

ალვეშის შეცდომა? ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით და წინ უნდა დაგევერტყა. ასეთ სიტუაციებში მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Amis tavdamblobam momkla

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

კარგი ხარ ალეგრი ჯერ არ მოგიგია სკუდეტო ფეხბურთელებს თუ აჯერებ მაგას

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x