ბუფონის მეათასე შეხვედრა და სხვა სანაკრებო ამბები
ტურინის “იუვენტუსიდან” ეროვნულ ნაკრებებში გამოძახებულმა ფეხბურთელებმა პირველი შეხვედრები ჩაატარეს..
უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ ამერიკელებით დავიწყოთ.ხუან კუადრადოს კოლუმბიის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ბოლივიას მოუგო და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.ბიანკონერების ვინგერმა მინდორზე 90′ წუთი დაჰყო და საკმაოდ აქტიურიც იყო, სხვათაშორის, თერთმეტმეტრიანი, რომელსაც ხამეს როდრიგესის გოლი მოყვა, სწორედ კუადრადომ მოიპოვა.მართალია, ხამესს ჯერ მეკარემ აჯობა, თუმცა დამატებაზე მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი არ შეცდა და თავი გამოიჩინა.
90′ წუთი ითამაშა გონსალო იგუაინმაც, რომლის არგენტინამაც ჩილეს დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით მოუგო.ალბიჩელესტემ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა, გოლი კი, ბიანკონერების მომავალი მეტოქის, ლიონელ მესის ანგარიშზეა.რაც შეეხება პაულო დიბალას, იგი როგორც იცით, ტრავმირებულია.
ურუგვაიში 1-4 მოიგო დანი ალვეშის ბრაზილიამაც, საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ყვითლები საოცარ ფორმაში იმყოფებიან.ტურინელთა მარჯვენა მცველი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, უკანასკნელ წუთებზე გაატანინა პაულიონიოს.პენტაკამპეონემ ამ მოგებით პირველობა კიდევ უფრო გაიმყარა და 27 ქულით სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მიმდინარე შესარჩევ ეტაპს ლიდერობს.
მატჩი სრულად ჩაატარა ვენესუელელმა ტომას რინკონმაც, ვენესუელის ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე პერუს დაუზავდა, 2-2.ბიანკონერების ნახევარმცველის გუნდი უკანასკნელ ადგილზე იმყოფება და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის თეორიული შანსიც კი არ აქვს.
რაც შეეხება ევროპელებს, მარიო მანჯუკიჩის ხორვატიით დავიწყოთ.ანტე ჩაჩიჩის შეგირდებმა სახლში უკრაინა 1-0 დაამარცხეს და ჯგუფში პირველ პოზიციას იკავებენ.სუპერ მარიო ძირითადში იყო და შეხვედრა სრულად ჩაატარა, გოლი კი კიდევ ერთი იტალიური გუნდის ფორვარდმა, ნიკოლა კალინიჩმა გაიტანა.მარკო პიაცას თამაშში ჩართვის საშუალება არ მისცემია.
სამი ხედირას გერმანიის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისს აჯობა 1-0, ტურინელ ნახევარმცველს მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია.სამი მინდორს უახლოეს დღეებში უნდა დაუბრუნდეს.
რაც შეეხება იტალიის ეროვნულ ნაკრებს, ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერაში საიუბილეო, მეათასე შეხვედრა ალბანეთთან გამარჯვებით აღნიშნა.ჯამპიერო ვენტურას შეგირდებმა პალერმოში 2-0 დაამარცხეს მეტოქე.ბუფონმა, ანდრეა ბარძალიმ და ლეონარდო ბონუჩიმ მატჩი სრულად ჩაატარეს, დანიელე რუგანის კი არ უთამაშია.
მოკლედ არ დამარცხებულა არცერთი, ერთი ფრე დანარჩენი მოიგეს! ყოჩაღ!
იმტო რო იუვეს ფეხბურთელები თამაჰობენ ძმაო ამ ნაკრებებჰი