სატრანსფერო ჭორები (01.04.17)
იტალიური მედია აპრილს ახალი ჭორებით ხვდება…
ლონდონის არსენალის მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი თვლის, რომ მისი კლუბის თავდამსხმელი ალექსის სანჩესი, რომელიც ტურინის იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი სატრანფერო სამიზნეა, კლუბში დარჩება.
“მჯერა, რომ სანჩესს და იოზილს დარჩენა სურთ. ვიმედოვნებ, კლუბი მათთან საერთო ენას გამონახავს.”
Tuttosport– ის ცნობით, იუვენტუსი მოსკოვის ლოკომოტივის 21 წლის ფეხბურთელს ალექსეი მირანჩუკს აკვიდება. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნაკრების ნიჭიერ წევს კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და ის ბიანკონერების რიგებში გადასვლას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლებს.
Mediaset Premium-ის ცნობით, ტურინის იუვენტუსის ნახევარმცველი სამი ხედირა გუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება. გერმანელ ნახევარმცველს იტალიის ჩემპიონებთან ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. შეგახსნებეთ, ვრცელდებოდა ჭორები, რომ ხედირა ზაფხულში ამერიკაში გადაბარგდებოდა.
ალქსი კარგი იქნება