იუვენტუსი დაცვას აძლიერებს
ნეაპოლში ბიანკონერებს დაცვის გაძლიერება დასჭირდათ…
გონსალო იგუაინი ნეაპოლში დაბრუნდა, თუმცა ამჯერად ტურინის იუვენტუსის მოთამაშის რანგში. ბიანკონერები ნეაპოლიტანელებთან 3 დღეში 2 შეხვედრას ჩაატარებენ. პირველი მატჩი სერია ა-ს ეგიდით, ხოლო მეორე იტალიის თასის განმეორებითი შეხვედრა იქნება.
ვიტორიო ემანუელეს ქუჩაზე მდებარე სასტუმროსთან, სადაც ტურინელები დაბანაკდნენ, სამართალდამცავების დამატებითი ეკიპაჟის მობილიზება გახდა საჭირო.
იტალიური მედიის ცნობით, ეს ზომები ტურინელთა მოთხოვნის შემდეგ იქნა მიღებული, რომელთაც სასტუმროს შესაძლო 80 ნომრიდან 60 დაიქირავეს.
კარგია ეს ყველაფერი მოედნის გარეთ გვინდა დაცვა ზუსტად სტადიონზე არ გვჭირდება მხოლოდ ჰეტევა
სატაური რომ წავიკითხე ვიფიქრე კულიბალის ყიდვა უნდათ დაცვაშითქო

ხოო ცოტა არეული გამოვიდა :დდდ უბრალოდ ცოტა დრო მქონდა დასაწერად :დ
ჩაგეთვალა ძმა,შენ გაიხარე,მაგრა ვიხალისე