ოფიციალურად: ძაძა იუვენტუსს ტოვებს
იტალიელ ფორვარდს ვალენსია გამოისყიდის…
ახლა უკვე ოფიციალურად: 2017 წლის 1 ივლისიდან სიმონე ძაძა ოფიციალურად გახდება ვალენსიას მოთამაშე. ეს ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა საკუთარი ვებ გვერდის მეშვეობით დაადასტურა.
ძაძა ღამურებთან ხელშეკრულებას 2021 წლამდე გააფორმებს. ტურინელთა ბიუჯეტი 16 მილიონი ევროთი გაიზრდება. შეგახსენებთ, ესპანეთში გადასვლამდე იტალიელი ფორვარდი ვესტ ჰემში იყო განათხოვრებული, თუმცა კუნძულის დატოვება ნაადრევად მოუხდა. ვალენსიაში ძაძას ანგარიშზე 16 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გატანილი გოლია.
📝 Comunicado Oficial | @SimoneZaza 👉 https://t.co/wXFalioltp pic.twitter.com/7vy2epX8xK
— Valencia CF (@valenciacf) April 10, 2017
წარმატებები ძაძა
ბედნიერებაში მოგახმაროთ :)