კრასიჩი: “ტურინი არასდროს მომწონდა”
ტურინის იუვენტუსს დიდი ხნის შემდეგ პირველად შუა კვირაში დასვენების და ამოსუნთქვის საშუალება მიეცა. იტალიელმა ჟურნალისტებმა კი მილოშ კრასიჩი გაიხსენეს…
ტურინის იუვენტუსის ექს შემტევმა მილოშ კრასიჩმა იტალიურ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა. სერბი ფლანგელი ბიანკონერების რიგებს 2010-2012 წლებში იცავდა და გუნდის დატოვება ანტონიო კონტეს მოსვლის შემდეგ მოუწია.
“კონტეს მოსვლის შემდეგ გუნდში სტეფან ლიხშტაინერიც მოვიდა. იტალიელი სპეციალისტი კი ჩემს ნაცვლად არჩევანს ამ უკანასკნელზე აკეთებდა. დღემდე ვერ გამიგია, რატომ ჩამომაშორეს გუნდს. შემეძლო იტალიაში დარჩენა და კარიერის ლაციოში ან სამპდორიაში გაგრძელება, თუმცა ფენერბაჰჩეს ვარიანტი უფრო მიმზიდველი ჩანდა..
იუვენტუსი მე მიყვარდა. იმ წლებში მოპოვებული გამარჯვებებში ჩემი ხელიც ურევია და მე ამით ვამაყობ. კონტე ლიდერია, მოტივატორი. ის დიადი ტაქტიკოსია, თუმცა ჩვენი ურთიერთობა არ აეწყო..
ტურინში ბედნიერი არ ვიყავი. მე ის არ მომწონდა, ყოველთვის მოსკოვი უფრო მომწონდა.”
ეს აღარც მახსოვდა. :)
კონტე რა შუაშია? ტიპი სოფლის ფეხბურთს თამაშობდა, გაიგდებდა ბურთს და მიზდევდა. თავიდან კარგად დაიწყო, მაგრამ მერე ყველა მცველმა დაუმუღამა და აღარაფერი გამოსდიოდა. მოკლედ არ გამოვიდა ამისგან ახალი ნედვედი.
ძალიან მარტივად თამაშობდა და ყველამ დაუმუღამა,ბოლოს ადვილად აჩერებდნენ,ეს რო მაგარი ყოფილიყო სხვაგან გაქაჩავდა მაინც მაგრამ კაციშვილმა არ იცის სად არის ეხლა
ბლაა ლააააააააა ვააააააა
amasac da elias vapshe kontem kariera daungria gadmoayvanina da mere dziritadshi erti tamashic ki ar atamasha da rato ver gavige arada ar iyo cudi bichi, es exla vapshe sad tamashobs daje fifashic ki ar aris :))))))
ამას უკან ჩამოსვლა და მცველების დახმარება არ უყვარდა და მაგიტომ გაუშვეს გუნდიდან. არადა მაგრად დაიწყო იუვეში და მერე აურია