დიბალა: “ლიგის მოგება შეგვიძლია”
დიბალას ინტერვიუ Uefa-ს ოფიციალურ ვებ გვერდთან…
Uefa-ს ოფიციალურ ვებ გვერდთან საუბარში ტურინის იუვენტუსის ლიდერმა პაულო დიბალამ სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი
ვხვდებით, რომ ორივე შეხვედრა საკმაოდ რთული იქნება. მონაკო ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და ბრწყინვალე შედეგს აჩვენებს. ფრანგებს ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ, ისევე როგორც ჩვენ. წინ საოცარი სპექტაკლი გველის. ისინი უტევენ და ბევრს იტანენ, თუმცა ეს ნიშნავს, რომ მეტი სივრცეები გვექნება.
საკუთარი სათამაშო სტილი
ვცდილობ სწრაფად მივიღო გადაწყვეტილებები, რადგან ბურთთან ერთად დიდი დრო არასდროს გაქვს. დღეს ფეხბურთი ძალიან სწრაფია და ყოველთვის მზად უნდა იყო. ვცდილობ თამაში გავანაალიზო, შევისწავლო მოწინააღმდეგე, რათა ჩემი უნარები გამოვიყენო, განსაკუთრებით მარცხენა ფეხი, რომელიც ჩემი მთავარი იარაღია. მე უბრალოდ მსურს გავაკეთო ყველაფერი, რათა ჩემს თანაგუნდელებს დავეხმარო.
დიბალას ნიღაბი
წლის დასაწყისში გადავწყვიტე, რომ გოლის აღნიშვნის ახალი სტილი მსურდა და რამდენიმე იდეიდან ახალი ამოვარჩიე. ერთ დღეს თავში “დიბალას ნიღაბის” იდეა მომივიდა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და რამაც წარმატება მომიტანა. რაც ეს გავაკეთე, მას შემდეგ ყველაფერი იდეალურადაა. მომწონს ცხვირის ქვემოთ როდესაც ვაკეთებ, თუმცა არჩევანში თავისუფლება მაქვს.
რონალდინიო
ერთ-ერთი ვისი მაისურიც მსურს, ეს რონალდინიო. ერთ დღეს ჯენარო გატუზომ პირობა მომცა, რომ ბრაზილიელს დაურეკავდა და გამოართმევდა, თუმცა ეს არ გაუკეთებია. ბავშვობიდან რონალდინიო ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო. მისგან ვისწავლე, რომ ყოველთვის უნდა ითამაშო ღიმილით. ხანდახან, ევროპელი მწვრთნელები არ იზიარებენ ის ფეხბურთს, რაც ჩვენ სამხრეთ ამერიკელებს გვაქვს. ჩვენ ხსირად ვერთობით, ვიცინით, ვცეკვავთ და ასე შემდეგ. ყოველთვის ვცდილობ ვიყო მხიარული, ეს ჩემშია.
ჩემპიონთა ლიგის ტიტული
შეგვიძლია ეს წელი ჩვენს სეზონად ვაქციოთ. ადვილი არ იქნება, რადგან ჩვენს გარდა კიდევ 3 გუნდია, ვისაც მოგება სურს, თუმცა ჩვენ მაქსიმუმს გავიღებთ. თასის მოგება მიზნის მიღწევას ნიშნავს, რადგან ეს ჩემი ამბიცია და ჩემი თანაგუნდელების. ეს დამსახურებული ჯილდო იქნება იმ ბიჭებისთვის, ვინც აქ დიდი ხანი არიან: ბუფონი, მარკიზიო, ბონუჩი, ბარძალი და კიელინი. მათ ჯერ არ მოუგიათ, თუმცა ვფიქრობ, რომ იმსახურებენ.
https://www.youtube.com/watch?v=Rqlu-h0wYEM&t ვიდეო ანალიზი: როგორ შევაჩეროთ მბაპე. ალეგრი რო შემოხვალ ნახე
რა მაგრად არ მევასება რომა ზუსტად ასეთი საქციელების გამო https://www.youtube.com/watch?v=NXCmKIF7o3U კიდევ ერთხელ რო მიიღოს 1 წლიანი ტრავმა საერთოდ არ შემეცოდება. შარშან სულ ორი ფეხბურთელი მომწონდა რომაში და ერთ-ერთი გააბიანკონერა მაროტამ
მეორე დე როსია ლეგენდა, რომელსაც 1 თვეში ეწურება კონტრაქტი და იმედია პირლოს ვარიანტი გამეორდება 
იუვე არის მაღალი კლასის პროფესიონალებით დაკომპლექტებული, გუნდური ხარისხითაც ბევრა მაღლა დგას მონაკოზე, ისევე როგორც ბარსაზე.
ამიტომ 1 %-ვუშვებ მხოლოდ სასწაულის რომ ფინალში ვერ გავიდეთ.
http://www.forzajuve.ru/news/intervyu-dani-alvesa-premium-sport.html
ალვეშის ძალიან საინტერესო ინტერვიუა რუსულად.
მაგრა იძახის ალვეში, 2015 წლის ფინალში იუვე ზედმეტი პატივისცემით ეთამაშებოდაო ბარსას, უფრო აგრესიული უნდა ყოფილიყოო.
ყველა-ყველა და მარკიზიო რას შვრება, რა ისმის ხო არის ჯგიროდ?
ემანდ არ დაგვაღალატოს ტრამვით და რინკონის იმედად არ დავრჩეთ მონაკოში
Didi imedi maqvs ro monakos gavcdebit tumca advili ar iqneba namdvilad… Aseti mnishvnelovani tamashi juves wels ar chautarebia barsastan matchs tu ar chavtvlit italiashi
მონაკოშივე დავუმთავრებთ
Ra sainteresoa ra mbape dabadebuli ar iyo jiji ro msoplio chempionatze tamashobda )))
https://youtu.be/LKSTUx8Bq64 ეს თარგნეთ რა
რა მგრა მევსაება ასეთი განხილვები, თან რა საინტერესო სასტავია …
ამი სიბერეში ნაღდად ვერ ვისწავლი იტალიურს, არადა შტერივით ვუყურე
MONACO-JUVENTUS: Ne discutono CARESSA, VIALLI, LEONARDO, MAURO e BERGOMI || UCL Semi Final 2017 ★
https://www.youtube.com/watch?v=so0WpkV3fzc
ძალიან მაგარი ბიჭია, ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე.
დიბო მიდი ისე ამოტენე მონაკო, რომ ბაპე აღარავის გაახსენდეს კაი ხანი.
იმედია დიბალაც შევა ამ ხალხის სიაში
https://www.youtube.com/watch?v=tDZ__9Goa5g
grande bianconeri
Ronaldinhios maisuri mec minda
დიბალა იუვეს მარგალიტი
მიდი მიაწექით დიბალ, ItsTime For More