ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი და კიელინი.. ყვითელი ბარათებით, თუმცა განგაშის გარეშე..

გუშინდელი მატჩის შემდეგ ემოციები ჯერ კიდევ არ განელებულა, თუმცა..

2003 წლის შემდეგ როდესაც 1/2 ფინალში რეალის წინააღმდეგ პაველ ნედვედის საბედისწერო ვარდნამ და მაკნანამანზე წესების დარღვევამ, ჩეხს ფინალის გამოტოვება აიძულა.. მსაჯმა მას დაუყონებლივ უჩვენა ყვითელი ბარათი და გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ პაველს უკვე ჰქონდა ნახევარფინალამდე გაფრთხილება, იგი ავტომატურად ორში გადაიზარდა..  შედეგად გუნდმა ფანტასტიურ ფორმაში მყოფი ფეხბურთელის გარეშე იასპარეზა მილანის წინააღმდეგ.. შედეგი ყველამ იცით..

მას შემდეგ წესები შეიცვალა და იშვიათად მახსენდება ეპიზოდი, როდესაც რომელიმე წამყვან ფეხბურთელს დიდი საფეხბურთო ზეიმი გამოეტოვებინოს..

გუშინდელი მატჩის შემდეგ ბევრგან მოვკარი ამ კითხვას თვალი.. ბონუჩის და კიელინის ყვითლები არის თუ არა სახიფათო ფინალისთვის.. როგორც იცით გუშინდელ შეხვედრაში იუვეს ორივე ცენტრალურმა მცველმა გაფრთხილება მიიღო.. თუმცა, ნუ შეშინდებით.. მათ რომ ტურინში განმეორებით მატჩშიც მიიღონ ყვითლები ფინალში აუცილებლად იასპარეზებენ..

მიზეზი? უეფას წესების თანახმად 1/2 ფინალის წინ ყველა ბარათი უქმდება, ხოლო ფინალს გამოტოვებს ის ფეხბურთელი, რომელიც მსაჯისგან ორ მატჩში სამ ყვითელ ბარათს მიიღებს! ანუ მაგალითად ერთი ყვითელი და მეორე თამაში წითელი.. ნაკლებად საეჭვოა იუვეს რომელიმე წამყვანმა ფეხბურთელმა მისთვის კომფორტული ანგარიშის პირობებში მსაჯს წითელი ბარათის ჩვენება აიძულოს..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
kaxa kaxa
7 years ago

კაი ინფორმაციაა

ფიცხელა
ფიცხელა
7 years ago

ჯორჯო აუცილებლად დაგვჭირდება რეალთან ეგენი მთელ თამაში ჩაწოდებაზე არიან მარალი ბურთებზე კი ჯორჯო ესთ ერთი საუკვეთესოა მსოფლიოში, ისე ხედირას კაი დასვენება გამოუვიდა

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

ბონი იდეალური იყო გუშინ.კიელინი ცოტა ვერაა ცოდზე მაგრამ მასთან ერთად დაცვა გაუვალია .იუვეს სიამაყეა ორივე

juve amor
რეალისტი
7 years ago

ისე ბიჭებო თუ დააკვირდებით ლურჯ ფორმაში სულ სხვანაირი ბურთის ფლობა და თამაშის სტილი ჩანს ვიდრე საშინაო ფორმაში.

JUVENTUS.10
ჯანო
7 years ago

ასე წერენ იუვეზე სპორტული ჟურნალები

JUVENTUS.10
ჯანო
7 years ago

სხვა მხრივ კი, გამოჩნდა, რომ „იუვენტუსი“ დღეს უფრო მაღალი დონის გუნდია, ვიდრე „მონაკო“. ისიც გამოჩნდა, რომ „ბებერი ქალბატონი“ არც „მანჩესტერ სიტია“, არც „დორტმუნდი“ და არც ლიგა 1-ის რომელიმე გუნდი – ანუ, „მონეგასკებმა“ ტურინელთა კარში, არათუ სამი, არამედ ერთი გოლიც ვერ გაიტანეს.

juve amor
რეალისტი
7 years ago
Reply to  ჯანო

იუვეზე გაბოროტებულ-დაბოღმილი ბარსას ფანები კი წერენ რომ მბაპემ იუვეს დაცვა ათრია და მაღალი კლასი რომ ქონოდათ ამოტენიდნენ ბუფონსო. მოწევაზე მეტად ბოღმა კლავს ისე

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მაღალი კლასი კი ქონდათ მაგათ ბარსას მაგრამ ორთამაშში ერთი გოლიც ვერ გაიტანეს და ეგ უკვე დაავიწყდათ??? :chuvak:

vakhtang karchava
7 years ago

კარგია, ორივე უნდა იყოს ფინალში. ბონუჩი ხო მაგარია და საიმედო, მაგრამ კიელინის ხასიათი და შემართება განსაკუთრებულს ხდის გუნდს. ეს უშიშარი მეომარი შიშის ზარს სცემს მოწინააღმდეგეს. ტყუილი არ უთქვამს ვერატის მათი სიძლიერე ერთობაშიაო :) ხო მართლა, ვერატი თავის აგენტთან იმ სასტუმროში დაუფიქსირებიათ, სადაც იუვე ბინადრობდა, რაღაც ხდება აშკარად და ვერატის გამონათქვამები კვალის არევა ხო არ იყო ვითომ :))

juve vinci per noi
juve vinci per noi
7 years ago

აგაშენებთ ღმერთი მთელი ღამე მაგაე ვფიქრობდი რა მაგარი ამბავია :forza:

რეალისტი
რეალისტი
7 years ago

რა მოხდა ვენგერი მოყავთ?

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Chemi ori lomi

jjj jjj
7 years ago

კარგი იმფორმაციაა :up: :forza:

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x