ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი – ტორინო (სავარაუდო შემადგენლობები)

ხვალ ტურინული დერბია, სადაც ბიანკონერები სკუდეტოს გაოფიციალურებას შეეცდებიან…

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მონაკოსთან განმეორებითი მატჩის გამართვამდე, იუვენტუსს შინაურ ასპარესზე ტურინული დერბი ელის. tuttosport გვთავაზობს სავარაუდო 11-ეულებს.

იტალიური მედიის ცნობით, ნუმერო უნოს მისი დუბლიორი ბრაზილიელი ნეტო შეცვლის. დაცვის ხაზში დანი ალვეშის და ჯორჯო კიელინის დასვენებაა მოსალოდნელი. მათ ნაცვლად მოედანზე მეჰდი ბენატია და სტეფან ლიხშტაინერი გამოჩნდებიან.

ნახევარდაცვაში აღდგება ხედირა პიანიჩის დუეტი. გერმანელმა ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. შემტევი ოთხეული კი კვლავ კუადრადო, მანჯუკიჩი, დიბალას, იგუაინის კვარტეტით იქნება დაკომპლექტებული.

იუვენტუსი(4-2-3-1) : ნეტო; ლიხშტაინერი; ბონუჩი, ბენატია, სანდრო, ხედირა, პიანიჩი, კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი, იგუაინი. მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

ტორინო(4-2-3-1): ჰარტი; ძაპაკოსტა; როზეტინი; მორეტი; მოლინარო; ბაზელი; აკუა; იაგო ფალკე; ლიაიჩი; ბოიე; ბელოტი. მთავარი მწვრთნელი: სინიშა მიჰაელოვიჩი.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x