ბარძალი იუბილარია!
ტურინის იუვენტუსის დაცვის კედელი ანდრეა ბარძალი იუბილარია!
დღეს, 8 მაისს, ტურინის იუვენტუსის დაცვის ტრიოს ერთ-ერთ ლიდერს, ანდრეა ბარძალის 36 წელი შეუსრულდა. ანდრეა წელს, ისე როგორც ბოლო 5 წელია, ტურინული გუნდის უკანახაზის საიმედო წევრია.
Forzajuve.ge-ს სახელით, ვულოცავთ ანდრეას დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და ჩემპიონთა ლიგის თასს.
იუვენტუსის ოფიციალურმა ვებ გვერდმა ბარძალის იუბილე სადღესასწაულო ვიდეოთი მიულოცა:
3️⃣6️⃣ candeline per la nostra Roccia: ancora auguri, @andreabarzagli2! 🎉🎂 pic.twitter.com/sARVw0Rdi7
— JuventusFC (@juventusfc) May 8, 2017
მაგარი გაწონასწორებული, თავდაბალი, ღირსეული მცველია. ეს არ ეკამათება მსაჯებს როგორც ბონუჩი და უხეში არაა როგორც კიელინი. ამის წითელი ბარათი საერთოდ არ მახსენდება იუვეში. თუ შეგიძლიათ დამაკვალიანოთ რომ გავიგო სულ რამდენჯერ აქვს ნათამაშები იუვეს მაისურით. მე მგონი 300-ანების წევრი ჯერ არაა.
სულ იუვეს მაისურით 228 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი.
ანდრიუხა რომ ძირითადშია დაცვაში არაფრის მეშინია დიდი მცველია სტაბილური და ძალიან საიმედო, თანაც მსოფლიო ჩემპიონია ჩვენი ბარძალა მაგარი კაცია