ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბენატია ინტერვიუს დროს შეურაცჰყვეს

Rai Sport-თან ინტერვიუს დროს მაროკოელის მისამართით რასისტული შეძახილები ისმოდა…

ტურინის იუვენტუსის მცველმა მეჰდი ბენატიამ Rai Sport-თან ინტერვიუ მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მისამართით რასისტული შეძახილები გაისმა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც მაროკოელი ტელევიზიას ტორინოსთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შესახებ ესაუბრებოდა.

იმ დროს, როდესაც ბენატიამ მატჩზე საუბარი დაიწყო, ყურსასმენებში გაისმა ფრაზა: “შენ მანდ რაზე საუბრობ, მაროკოელო ****”.

ამ მიზეზის გამო ბენატიამ ინტრვიუს ზონა დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იყო ამ ფრაზის ავტორი. ივარაუდება, რომ ტექნიკურ ოპერატორს მიკროფონების გამორთვა დაავიწყდა და ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ბენატიამ შეძახილი მოისმინა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
forza bianconeri
7 years ago

ALLENATORE ზოგადად კარგად მსჯელობ ხოლმე სხვადასხვა თემებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ცდები როცა ამბობ, რომ მილანს წაართვეს სკუდეტო. იუვეს გულშემატკივარისგან ძალიან გამიკვირდა ასეთი რამე. მაგას მილანის ფანებიც არ ამბობენ, ყოველ შემთხვევაში სუბიექტური მილანისტები (რაც იშვიათობაა). 1. მუნტარის გოლი ჩასათვლელი იყო, მაგრამ იგივე შეხვედრაში მატრის არ ჩაუთვალეს გოლი https://www.youtube.com/watch?v=PK8AsgCGFTo ეს მომენტი თუ არ გახსოვს, მაშინ ძალიან მეეჭვება ნანახი გქონდეს ეგ მატჩი და თუ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვე მაშინ რანაირი გულშემატკივარი ხარ არ მესმის. მე 2004-დან ვუყურებ ფეხბურთს, სამაგიეროდ ძალიან იშვიათად ვტოვებ იუვეს მატჩებს (სეზონში 1-2-ს). იმდენი ცოდნა მაინც უნდა გქონდეს შენს საყვარელ კლუბზე, რომ სხვა გუნდების სუბიექტურ გულშემატკივრებს არ მისცე იმის… Read more »

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ვაი პროსტა რა

jjj jjj
7 years ago

იუვეს ფანებმა მიაყენეს შეურაცყოფა?

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x