ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალა: “მარკიზიომ მითხრა, რომ ფინალს ისევ ვითამაშებდით”

გთავაზობთ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუს პაულო დიბალასთან:

“ჩვენ მთლიანად ამ მატჩზე ვართ კონცენტრირებული. ვხვდებით, რომ ეს მარტივი არ იქნება. დიახ, ჩვენთვის ფრე საკმარია, თუმცა მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავდივართ. რომას წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, რადგან მათ შემადგენლობაში ბრწყინვალე ფეხბურთელები ირიცხებიან..

ბუფონი? ჩემთვის ის ულაპარაკოდ საფეხბურთო ისტორიაში პირველია “პირველ ნომრებს” შორის. გაგვიმართლა, რომ ჯიჯი ჩვენს გვერდითაა. ამით ბედნიერები ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ასე დიდხანს გაგრძელდება..

ზიდანთან ერთად თამაში კარგი იქნებოდა, რადგან ყველამ ვიცით მისი შესაძლებლობების შესახებ. მე მაოცებდა მისი ტექნიკა, თითოეული მოძრაობა და გადაცემა. ეს ყველაფერი ისე მარტივი ჩანდა. ყველა ამჩნევდა, როგორი დიადი ფეხბურთელი იყო ზიდანი, ახლა ის თავს იმკვიდრებს, როგორც დიადი მწვრთნელი..

ვთვლი, რომ იუვენტუსის წყალობით საკმაოდ გავიზარდე. ამაში დიდი წვლილი ჩვენს მწვრთნელს მიუძღვის, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში გამუდმებით მეხმარება გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. ჩემი ფორმის პიკს ბარსელონასთან მატჩში ვუწია. ვგრძნობდი თავდაჯერებულობას და საკუთარი თავის რწმენა მქონდა. ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო. ბარსელონას კარში გატანილი გოლი ჩემი ფავორიტია..

მახსენდება, როდესაც ჩემს თანაკლუბელებს პირველად შევხვდი იუვენტუსში. მათ მე ბერლინში, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დამპატიჟეს. იტალიაში მათთან ერთად დავბრუნდი და თვითმფრინავში უკვე მოვასწარი ბევრი მათგანის გაცნობა. ჩემთან მოვიდა მარკიზიო და მითხრა, რომ ფინალში აუცილებლად დავბრუნდებოით. მე მისი სიტყვები კარგად დავიმახსოვრე. ახლა ჩვენ კვლავ ფინალში ვართ. ვიმედოვებ, შედეგი განსხვავებული იქმენა..

რომი? ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია. სტადიო ოლიმპიკოზე გაოცებული ვიდექი, როდესაც პალერმოს მაისურით პირველად მომიწია იქ ტამაში. ეს ქალაქი ჩემთვის განსაკუტრებულია. ჩვენ მობილიზებულები ვართ ამ შეხვედრისთვის და კარგად ვხვდებით, რომ იოლი გასეირნება არ იქნება..

შეთანხმება დელ პიეროსთან? დიახ, ჩვენ ამაზე უკვე მოვილაპარაკეთ, თუმცა 3 ივნისამდე მოცდა მოგვიწევს. მაგარი იქნება, თუ კარში ჯიჯი ჩადგება.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
სვანი
სვანი
7 years ago

მე როგორც წავიკითხე უცხოურ საიტებზე: მარკიზიომ უთხრა დიბალას: მოემზადე ყველაფერი უნდა მოვიგოთო. ეს ისე არაფერი პირადული :forza: :juvee: <3

აკულა
აკულა
7 years ago

ალბათ პიანიჩს არ ათამაშებს

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

რა შეთანხმებაზე ბობს დელპიეროსთან?

ირაკლი
ირაკლი
7 years ago

რა მაგარი კაცია დელპიერო აზრზე ხართ? დიბალამ ერთი თქვა, ჯარიმები კი გამაქვს, მაგრ დელპიერომდე ვერ მივალ ჯერ, სანამ ჯარიმებში არ ვაჯობებო და ეგრევე მისცა ალექსამ შანსი…

ლა ჯოია
ლა ჯოია
7 years ago

ალექსა საოცრება კაცია რა. აუ როგორ მენატრება მისი თამაშიიიი :( ცრემლები მადგება სულ. როგორც იგროკი ისე ფეხბურთელი <3

Maradona73
Maradona73
7 years ago

ჯიჯის ფინალზე მეტი სანერვიულო ჰქნია :lool:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

რათქმაუნდა დიბო ნიჩიაზე თამაჰი არ ჰეიძლება რომასთან

თორნიკე
თორნიკე
7 years ago

raze moilaparakes aman da del pierom?? tu icis vinmem daceret ra

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x