ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტას ვრცელი ინტერვიუ..

გთავაზობთ საკმაოდ ვრცელ და საინტერესო ინტერვიუს ბიანკონერის გენერალურ დირექტორ – ჯუზეპე მაროტასთან:

“საუბარი თითქოს იუვეს იტალიაში კონკურენტი არ ჰყავს არის უდიდესი სისულელე.. შეხედეთ ნაპოლის და რომას, რომლებიც სეზონში მაქსიმუმ 5-6 -ჯერ დამარცხდნენ.. ეს ყველაფერი ნათლად მიუთითებს ამ ორი კლუბის მაღალ დონეზე.. უბრალოდ იტალიაში მარცხს ყოველთვის მსაჯებს ან რაიმე გარე ფაქტორს აბრალებენ.. ეს მენტალურია და სამწუხაროდ მასთან გამკლავება ჭირს.. იუვეს იტალიაში 14 მილიონი ქომაგი ჰყავს, ხოლო სხვა დანარჩენი ჩვენი მოწინააღმდეგეა! სამწუხაროა, რომ ჩვენთან შურს ფესვები მყარად აქვს გამჯდარი.. უკანასკნელ წლებს რომ შევხედოთ იუვენტუსს ნაპოლიზე და რომაზე ჯამში 100 ქულაზე მეტი აქვს დაგროვებული.. მილანზე ხომ საუბარიც არ არის.. შესაბამისად ჩვენი პოზიცია არანაირ კითხვებს არ ბადებს!

ალეგრისთან დაკავშირებით ატეხილ აურზაურს ვერ ვხვდები.. კლუბმა მას ბევრი რამ მისცა და შედეგად მაქსი ნამდვილი ჩემპიონი გახდა! ჩვენ მასთან იდეალური ურთიერთობა გვაქვს და განშორებას არ ვგეგამვთ.. მაგრამ ამ ეტაპზე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მეტად კარდიფი გვაინტერესებს.. აი უკვე ამის შემდეგ დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან და თითოეული მხარის პოზიციას მოვისმენთ… მის შემცვლელზე არც კი დავფიქრებულვართ, მაგრამ ალეგრის იუვედან წასვლის იდეაც კი თავში არავის მოგვსლია.

რა პრინციპით ვეძებთ ფეხბურთელებს? ორი გზა არსებობს – პირველი, ხედირას, დანი ალვეშის, მანჯუკიჩის და იგუაინის დარ ვარსკვლავებზე ვაკეთებთ აქცენტს, ან ვეძებთ ახალგაზრდებს, რომლებიც სულ მალე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები გახდებიან.. ეს ნიშნავს, რომ მოთამაშე მარტო გამორჩეული ნიჭით კი არ უნდა იყოს დაჯილდოებული, არამედ ადამიანური მახასიათებლებითაც გამოირჩეოდეს, რათა მომავალში ჩემპიონად გადაიქცეს! ეს ზუსტად ის არის, რაც პაულო დიბალას შეემთხვა. არგენტინელს დელ პიეროს მსგავსი პროექტი შევუქმენით.. მის ახალ კონტრაქტში გავითვალისწინეთ მოთამაშის ფასეულობა, რომელიც კლუბის პოპულარობასთან ერთად იზრდება. ჩვენ შორის არსებობს ურთიერთგაგება და საქმის გაგრძელების დაუფარავი სურვილი.

სატრანსფერო პოლიტიკა? ფაქტია, გასული ზაფხული ჩვენს აქ ყოფნის პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.. ვერ შევპირდები ქომაგებს, რომ რაღაც მსგავს წელსაც უნდა ელოდნონ, მაგრამ გუნდის გაძლიერება რომ გვსურს ამაში ორი აზრი არ არის. გარკვეული ტაქტიკური ცვლილებები ნიშნავს იმას, რომ შემადგენლობაში კორექტირებების შეტანა მოგვიწევს. ერთი რაც შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, არის ის რომ ჩემპიონებს არ შეველევით თუ ვინმემ წასვლის სურვილი თავად არ გამოთქვა.. ასეთი რამ კი არ მომისმენია. თავდასხმაში გარკვეული სირთულეები გვაქვს.. მიუხედავად პიაცას ტრავმისა.. ნახევარდაცვაში და თავდასხმაში ერთი სიტყვით შევხედავთ როგორ განვითარდება მოვლენები.

ჩემი საუკეთესო ტრანსფერი? ანდრეა პირლო.. იგი უკვე არაფრის მომცემი მატერიალი ეგონათ! მოიზეს კინი? ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საკუთარი კონტრაქტის მსხვერპლი არ გახდება.. მანამ სანამ ზდასრული არ გახდება, უფლება არ გვაქვს ჩვენთან დავიტოვოთ.. იმედს ვიტოვებ, რომ კინი კარიერას ტურინში განაგრძობს.. მაგრამ გარკვეულ ფინანსურ საზღვრებს ვერ გავცდებით.. მის მომავალს მინო რაიოლასთან ერთად გადავწყვეტთ. რაიოლა? სიმართლე გითხრათ მომწონს.. სხვა აგენტებისგან განსხვავებით მისი სიტყვა ფასობს.. როდესაც მინო რაღაცას გეტყვის, შეიძლება ბევრი კომენტარი მოჰყვეს ყველა მხრიდან, მაგრამ იგი სიტყვას შეასრულებს და არ გადათქვავს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ანუ დიდ მაყუთსს არავიში არ გადავიხდით წელსო რაა ))

vakhtang karchava
7 years ago

პირიქით, ფულს არა აქვს მნიშვნელობა, თუ დარწმუნებული არიან მის სარგებლობაში, შეიძლება ძაან დიდი თანხა გადაიხადონ, ან საერთოდ უფასოდ დაითრიონ :))

სვანი
სვანი
7 years ago

ერთი თვალი აქვს სწორი და ამდენს შვება… ამას რომ ჩვეულებრივი თვალები ქონდეს ხო აზზე ხართ

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

:lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მინო რაიოლას ჯიში და ჯილაგი,ყველაზე რეზინა აგენტი მსოფლიოში,გაგვიმართლა რომ დიბალას აგენტი ეგ არ არის

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მე წელს დარწმუნებული ვარ ერთ რამეჰი ლიგას ჯიჯი იგებს და რადგან ასეა ლიგის თასიც იუვესია იუვემ თუ ვერ მოიგო ჯიჯი მოიგებს და აგერ ნახავთ ვინ იქნება ფინალის გმირი არა რომელი ჰემტევი ფეხბურთელი ზუსტად ჯიჯი

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

დავით ჯიგარი ხარ საინტერესო ინტერვიუ კია მარა რაღაცა მალე წავიკითხე და ვრცელი ვერ დავინახე ეს ხუბრობით რათქმაუნდა

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

გენიოსი ხარ ბეპე :))

10_means_alex
10_means_alex
7 years ago

ყოჩაღ ბრუცო :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x