ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი:”საშინელებაა, როდესაც თამაშს ვუყურებ და ვერაფერს ვაკეთებ”

პაველ ნედვედი ისევე როგორც თითოეული ჩვენთაგანი მატჩს მოუთმენლად ელის:

“ბოლო წლებს თუ გადავხედავთ მადრიდელებთან საკმაოდ კარგი ისტორია გაგვაჩნია, მაგრამ.. 14 ფინალიდან 11-ში გამარჯვებას მიაღწიეს და ეს ფანტასტიური ციფრებია! სამეფო კლუბი უდაოდ მსოფლიოში საუკეთესოა..

დაბალნსებულ და მაღალი ხარისხის ფეხბურთს ვიხილავთ.. ვფიქრობ, მოახლოებული ფინალი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.

როგორი იქნება ჩემთვის ეს მატჩი? ემოციური ფონიდან გამომდინარე ბუნებრივია საკმაოდ დამღლელი.. არ დაგიმალავთ და გარკვეული მატჩების შემდეგ სახლში მისვლისას თავს შეუძლოდ ვგრძნობ. ჩემი მეუღლე მაფრთხილებს, რომ თუ ასე განვაგრძობ გულის შეტევა არ ამცდება.. მაგრამ რა შემიძლია მოვიმოქმედო, როდესაც ფეხბურთზე ასეთი შეყვარებული ვარ? წარმოგიდგენიათ, შორიდან უყურებ და ვერაფერს აკეთებ.. უმოქმედოთ ყოფნა ყოფილი ფეხბურთელისთვის ყველაზე დიდი ტანჯვაა!

მახსოვს ერთ-ერთი მატჩის ყურების დროს მაგიდა ამოვატრიალე.. დიახ, ასეთ ემოციურ აფეთქებას ადგილი შეიძლება, რომ ჰქონდეს.. ამას ვერავინ გაექცევა! ფეხბურთელები? თავს მშვიდად გრძნობენ.. თუმცა, მატჩის მსვლელობის დროს თავის გაკონტროლება ნამდვილად მოგვიწევს, რათა ემოციებს არ ავყვეთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
alex-97
Delpieronedved
7 years ago

Shen iseti bicho dagvatrevine nedved egec sakmarisa bichebi tviton mixedaven msajrids

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ოო ეგ მართლა ძნელი იქნება სავარაოდოდ

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x