ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ზიდანი:”ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს”

ზინედინ ზიდანი მეტოქეს აქებს, თუმცა აცხადებს, რომ:

“ტურინელები ფავორიტებად გვთლიან? ეს დიდი პატივია, თუმცა მეორეს მხრივ ასეთ დროს გუნდები ცდილობენ ფსიქოლოგიური წნეხი ერთმანეთზე გადაისროლონ.. მერწმუნეთ რეალს ამ მხრივ არანაირი პრობლემა არა აქვს.. ჩვენ ასეთი დონის მატჩები სისხლში გვაქვს. თუმცა, ერთ კონკრეტულ მატჩში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს.

დაპირისპირება საუკეთესოს წოდებაზე ჩემსა და რონალდუს შორის, რომ ყოფილიყო პორტუგალიელი უდაოდ გაიმარჯვებდა.. ბუფონმა თქვა, რომ რონალდუ მისაბაძი მაგალითია? ვეთანხმები 100%-ით! კრიშტიანოს შრომისმოყვარეობა მართლაც შესაშურია, იგი არასოდეს ნებდება და საბრძოლველად მუდამ მზად არის. მიღწეულით არ კმაყოფილდება და კიდევ უფრო მეტი სურს, რითაც ჩემი მისდამი მოწონება უსაზღვროა!

რა მაფიქრებს იუვედან? არამარტო დაცვა.. მათ შეტევაშიც უმაღლესი დონის შემსრულებლები ჰყავთ! ალვეში პროვოკატორობს? მერწმუნეთ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.. თუმცა, ფინალში ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ზიდან ბოდიჰი მარა დღეს მეორე ადგილს უნდა დაჯერდე

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

:დდდდ

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x