ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო აურზაური..

სატრანსფერო სიახლეები, რომელიც იტალიაში დღეს გავრცელდა:

პირველ რიგში შევეხოთ მასიმილიანო ალეგრის.. უკვე რამდენიმე წყარო წერს, რომ იტალიელმა სპეციალისტმა ანაზღაურების სახით წლიურად 8 მილიონი ევრო მოითხოვა.. თუმცა, მისი მოთხოვნების სია ამით არ შემოიფარგლება.. ტოსკანელს ჩემპიონთა ლიგისთვის ორი ტოპ დონის ტრანსფერი ესაჭიროება..

ვნახოთ, რამდენად მოახერხებს მაროტა ამ თხოვნის დაკმაყოფილებას. აღსანიშნავია ასევე ის გარემოებაც, რომ მაქს ტურინელებთან კონტრაქტის მიხედვით კიდევ ერთი წელი ნებისმიერ შემთხვევაში აკავშირებს.. მაგრამ თუ მხარეები ვერ მოახერხებენ უახლოეს დღეებში შეთანხმებას მაშინ არ არის გამორიცხული მაქსმა იუვესთან კონტრაქტი გაწყვიტოს.. მასმედიის მტკიცებით მაროტა და ალეგრი ერთმანეთს ოთხშაბათს შეხვდებიან სადაც ყველაფერი გადაწყდება..

ამასობაში პსჟ ყურადღებით აკვირდება შექმნილ ვითარებას და მზადაა მაქს წლიურად 10 მილიონი ევრო, ხოლო სატრანსფერო ბიუჯეტი 250 მილიონი ევრო გამოუყოს.. ეს საკმაოდ მიმზიდველი წინადადებაა და საინტერესოა როგორ განვითარდება საბოლოო ჯამში მოვლენები.

რაც შეეხება უშუალოდ სატრანსფერო ბატალიებს, აქ იუვეს ბევრი ფიგურა დაუკავშირეს.. საუბარი მიდის ნახევარდაცვის გაძლიერებაზე სადაც ფიგურირებენ ვერატი, ტოლისო და ფაბინიო..

იგეგმება ფლანგების გაძლიერებაც.. კეიტა ბალდესთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია.. თუმცა, ლაციო არ ჩქარობს მასთან განშორებას, მიუხედავად იმისა რომ მომავალ ზაფხულს საერთოდ 0 ევროდ მოუწევს გაშვება..

გრძელდება მოლაპარაკებები ბერნანდესკისთან.. ფლორენციელთა ერთ-ერთი ლიდერი არ აპირებს იებთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას.. მაროტა უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს და მზადაა მოლაპარაკებების დასაწყებად. თუმცა, საბოლოო სიტყვა ამ ეტაპზე იების ხელმძღვანელობას ეკუთვნის.

ესპანური პრესა კვლავინდებურად საუბრობს ანდრეს ინიესტას საკითხზე.. მათი ინფორმაციით ტურინელები უკვე სამი თვის მანძილზე აქტიურად ეკონტაქტებოდნენ ფეხბურთელის აგენტს.. პირად კონტრაქტთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია.. თუმცა, თავად ანდრესი ბოლომდე ჩამოყალიბებული საკუთარ გადაწყვეტილებაში არ არის. პირველ რიგში მან უნდა გაიგოს ახალი თავკაცის გეგმების შესახებ და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ანდრესის მომავალი კლუბის ვინაობა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

104 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
soni 10
7 years ago

Mshvenieri urtiertoba aqvt atalantastan kargi bichic iyides mara interma rogor daaswro ra kargi bichia daxatavda juves centrshi.orsolini martla kargia meimedeba magrad aseve mandragorac da bentakuric imedia itamasheben es xalxi.berardi wels tu ar moiyvanes mgoni agarc moiyvanen

soni 10
7 years ago

Erterti mizezi egecaa ro seria A sustiaadvilad igeben da dzaan ar adzliereben gunds tan asusteben konkurentebs.agaraa dzveli droseria a ro upro prestijuli iyo exla ligaaa pirvelze.

soni 10
7 years ago

Kargit ra topze agaraa saubari aucilebeli ki araa exla bampe iyido to ubralod normalur pegburtelzea saubari ra ra shuashia aq eg saubrebi.konte iyo da xalxs itxovda ver mouyvanes alegria da tac movida gamtamashebeli mindao idzaxis da ar yavs adga da gadaawyo sastavi.rinkonebi moyavt to sasaciloa.yvela pegburteli undat da bolos vinc moyavtxolme yvela vxedavt….

soni 10
7 years ago

Simartlec unda itqvas ar iyo sachempiono gundi ubralod patara sasauli gamovidoda ra am shemadgenlobitit aseti shedegis dadeba.gunds romelsac wamena ar yavs da igebs yvelapers.dzalian bevri ragacaa risgamoc ar moxda saswauli iq peresis avtoriteti iq gamartleba iq alegris gadawyvetileba wyobastan dakavshirebit iq umotivacioba iq totalizatori danarcheni chvenzea romels avirchevt ras davabralebt.

rivaldo
:))))
7 years ago

რაც მალე მოიხოდება მილანი და დაბრუნდება თავის ადგილას, მით მალე მოიგებს იუვეც ჩემპიონთა ლიგას.
როცა ქვეყნის ჩემპიონატში ექნება უკვე შესაბამისი დაძაბულობა და ტონუსი და უძლიერეს გუნდთან თამაში პირველად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ან ფინალში არ მოუწევს მაშინ აღარ ჩამოყრის იუვე ყურებს 2-1 ზე და გამარჯვებულის მენტალიტეტიც ჩამოუყალიბდება

დათო
დათო
7 years ago

შევეცდები ავხსნა თუ რატომ ვერ ან არ აკეთებს ტოპ ტრანსფერებს იუვე – ყველაზე მტავარი ამ ყველაფერში ჩემი აზრით სერია ა – ს დაბალი დონეა და კონკურენტები რომლებიც ბოლო წლებია ფორმალურ კონკურენციას უწევენ იუვეს. ფინანსურად რომ შევხედოთ – სერია ა-ს მოგებას ეს შემადგენლობაც ყოფნის და რიგ პოზიციებზე დიდ რეზერვებსაც ფლობს – ანუ ამ სახელფასო ბადით და შემადგენლობით სერია ა-ს იგებენ მარტივად – რაც შეეხება ლიგას – ჩემი აზრით უზარო რისკი იქნებოდა იუვეს მხრიდან ტოპ ფეხბურტელებიტ გარისკვა ( შესაბამისი ხელფასებიტ და ასე შემდეგ) იმიტომ რომ დაუშვათ გააკეთა ესეთი ტრანსფერები და რა გარანტიაა რომ ლიგას დადებს??? არანაირი ის ერთი ან ორი გადამწყვეტი თამაში… Read more »

ანონიმური
ანონიმური
7 years ago
Reply to  დათო

მაშინ კეთილი ინებე და ფეხბურთელი შენათნ ტოპი რომ ხდება შეინარჩუნე. გაუზარდე ხელფასი რაც გინდა ის ქენი და დატოვე. აგერ ბაიერნიც მოიგებდა ლევანდოსკების და გიოცეების გარეშე ბუნდესლიგას და ის რო ეფიქრა ლიგას ან მოვიგებ ან არა და რატო ვიყიდო ხალხიო დღეს მანჯუკიჩი ისევ იქ იქნებოდა. ვიდალიც იმათთან თამაშობს დღეს ფაქტია. აბა წადი და ბაიერნისგან იყიდე ფეხბურთელი თუ თვითონ არ მოუნდათ გაშვება. ჩვენები კიდე ამბობენ ვიდალს თვითონ აღარ უნდოდაო… შეუქმენი პირობა რომ უნდოდეს. იგივეა პოგბას შემთხვევაც. აბა არც ტოპ ტრანსფერი გააკეთონ, არც ხელფასები გაზარდონ, ვტკეპნოთ ერთი ადგილი. ეგაა პროგრესი და ამბიცია ? მგონია მივედით იქამდე, რომ ახალ ეტაპზე გადავიდეს გუნდი

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

სერია ა-ში იდება ინვესტიციები და ცოტა ხანში მაგრად მოიხოდება ისევ. არაა აუცილებელი იუვემაც შეწყვიტოს პროგრესი რადგან სერია ა-ში ყოფნის თავისი რესურსი. გაცილებით დიდი შემოსავლები აქვს ვიდრე სხვა გუნდებს და იმით, თუ 1-2 გასროლას გააკეთებს არანაირად არ დაზარალდება.

გასაგებია რომ აქამდე მოსვლაც დიდი მიღწევაა და მადლობა ხელმძღვანელობას ამისთვის, მაგრამ ისე გამოდის თითქოს რაღაც წერტილამდე მივედით და აღარ ვიცით საით წავიდეთ, წინ მომავალ გზას ვეღარ/აღარ ვხედავთ. შემდგომი პროგრესი მოითხოვს ახალ ნაბიჯებს

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

რა მიკვირს იცით? გუნდმა რომელიც ბოლო სამ წელიწადში 2 ფინალს დებს, უკვე სტაბილურად დამკვიდრდა ტოპ 5 გუნდში, რატო ვერ უნდა მოიყვანოს მაგალითად ხამესი ან ვერატი როცა 50 მილიონს ბერნანდესკიში უპირებენ გაშვებას. აი რატო ვერ უნდა დებდეს ტოპ კლუბი ეგეთ ფეხბურთელებს. ამოვედით ამ დედაარღნიან კრიზისიდან და ხომ შეიძლება ერთხელ აქაც გაკეთდეს აქცენტი 1-2 ვარსკვლავის მოყვანაზე, მართლა მაიკებით ამოიღებენ ნახევარს მაინც და ცნობადობაც ხო კიდე უფრო გაიზრდება გუნდის. ორი ფინალი წააგე თითქმის ზედიზედ(ბოლო პერიოდს ვგულისხმობს თორე ისე იცოცხლე, რაის ორი) ფულიც ბლომად მიიღე, პლიუსში ხარ ამდენი ხანია და გადადგი შემდეგი ნაბიჯი, ნუღა გააგრძელებს ადგილის ტკეპნას. ახლა მართლა კარგი ბირთვი ყავს იუვეს რომელსაც… Read more »

OLD JUVENTUS
OLD JUVENTUS
7 years ago

100% :)

7 years ago

ამასობაში დი მარციომ დაადასტურა შესნის ტრანსფერი. 14 მილიონს ვუხდით + ბონუსებს. ასევე კოშტაზე და დი მარიაზე ჩალიჩობს იუვეო. დიმკა მართლა მაგარი ტრანსფერი იქნება.

7 years ago

ქართველებს აქვთ უფულობის კომპლექსი ამიტომ ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევენ ვისში რამდენი გადაიხადეს და ვის რამდენი ხელფასი აქვს, ვითომ საკუთარი ჯიბიდან იხდიდნენ რამეს. ვესაუბრე იტალიელ ტიფოზებს ტურინში და ერთს არ წამიცდენია რამ გადაახდევინათ 90 მილიონიო, პირიქით ყველა ბედნიერია რომ მოიყვანეს და იგუმაც რომ მოინდომა გადმოსვლა. 90 იმიტო კი არ გადაუხდიათ რომ მარტოს მოეგო ფინალი. ყველას გვინდოდა იგუს ჰეთ-თრიქი ფინალში, მაგრამ ჩავარდა გუნდი მეორე ტაიმში და ამისთვის მარტო ერთი კაცის გალანძღვა არაა სწორი. უმადურობაა ბოლოს და ბოლოს. კიდევ ერთხელ დავწერ, ეგ თამაში წააგო დაცვამ, იმიტო რო დაცვაზეა აწყობილი ჩვენი თამაში და მცველები დაბნეულები დარბოდენ ჯერ კიდევ პირველ ტაიმში და მეორეში საერთოდ აირიენ.… Read more »

OLD JUVENTUS
OLD JUVENTUS
7 years ago
Reply to 

და პრიველი ტაიმი რომ არ ჩაუგდია გუნდს და იგუს მაინც ჩაგდებული ქონდა მაგაზე რას ამბობენ? :)) შენ ვის ელაპარაკე არ ვიცი, მაგრამ იგუში რომ მაგდენის გადახდა არ ღირდა ყველა ამბობს, დაწყებული იქიდან რომ რეალმა დაიწუნა და გაუშვა და ეგ ფლეიოფების სტილის თამაშებში ვერსად ვერასდროს ვერაფერს აკეთებს და ვერც გააკეთებს, არიან ეგეთი ფეხბურთელები, მაგალითად მეორეა იბრაგიმოვიჩი, ჩემპიონატებში თამაშობენ და სადაც მაგაზეა ასაღები თამაში და ლიდერი უნდა იყოს ვერ შვრებიან. და 90 მილიონი იმ ფეხბურთელში უნდა გადაიხადო როცა თავის თავზე თამაშის აღება შეუძლია ფეხბურთელს, ცენტრორვარდათ მთელი სეზონი მანძუ რომ ეთამაშებინათ დიდი დიდი 3-4 გოლით ნაკლები გაეტანა და 3-4 გოლი სერია A ში… Read more »

Aleko
Aleko
7 years ago
Reply to  OLD JUVENTUS

100% xar dzmao.ki dacvamac ver itamasha mesame goli bonuchis brali iyo bonuchis shectoma iyo da egeti ragac ar ekadreba magram juves pirveli taimi kargad daicyo da 2 golis gatana sheedzlo da igum ra gaaketa veraperi.roca forvardze ixti 90 limons motxov aba ras izam.tips araferi gauketebia saertod daje pirvel taimshi roca bevrad uket gamoviyureboda juve. 90limoni tu imistvis gadaixadas rom seria A moegot eg didi shectoma iyo.eg transferi ro gaaketa juvem mashinac vtqvi ro es didi shectoma.mag fulad uketesis datreva sheidzleboda.saertod jamshi wagebuli finali yvelas bralia da marto igusi ar ari.fsiqologiurat ariyvnen mzad eg ari didi problema.vnaxot zafxurshi ra moxteba da… Read more »

7 years ago
Reply to  OLD JUVENTUS

შენ ეტყობა სხვა პირველ ტაიმს უყურე ძმაო. ძალიან აქტიური იყო პირველ ტაიმში და ყველა სახიფათო შეტევაში მიიღო მონაწილეობა. რა მაგის ბრალია რომ ისეთი გოლი გავუშვით პირველ ტაიმში, რომელსაც პესკარაც არ გაუშვებდა. როცა პირიქით ჩვენ უნდა დავწინაურებულიყავით.

| Newsphere by AF themes.
104
0
Would love your thoughts, please comment.x