“სევილია” “იუვენტუსის” ფეხბურთელებს არ ეშვება
“სევილია” სტივენ ნ’ზონზის სატრანსფერო ფასს ფეხს არ უცვლის, მაგრამ ამავდროულად ტურინელი ფეხბურთელებით ინტერესდება, ჯერ იყო და რუგანი მოუნდა და უმალვე უარი მიიღო. ახლა მარიო ლემინას დაადგა თვალი…
მას შემდეგ რაც ტურინელებმა ყურადღება სხვა ნახევარმცველებზე გადაიტანეს “სევილია” თავად გააქტიურდა და “იუვენტუსს” ნ’ზონზი – რუგანის ბარტერი შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.
ანდალუსიური კლუბის ხელმძღვანელებმა ახლა მარიო ლემინა შეიგულეს და სურთ ნ’ზონზის სანაცვლოდ 23 წლის ნახევარმცველის მიღება, სავარაუდოდ “იუვეს” მხრიდან თანხის დამატებით.
მარიო ლემინა “იუვენტუსის” დატოვებასთან ახლოსაა მისით “არსენალი” და “ვალენსია” ინტერესდებიან.
წყარო:football-espana.net
nzonzi ritia amaze meti? :)) cota meti atamashon da itamashebs es bichi.. ogond kraini shemtevad ara
Arada mainc mgonia ro itamashebs lemina ar ganvitarda juveshi misi kariera nichieria da axalgazrda
30 დადონ
სევილიასთვის ლემინა 40 მილიონი ღირს!
:))) 30 მაინც