მანჯუკიჩი:”ეს ინტერვიუ მოგონილია!’
იუვენტუსის ხორვატი შემტევი უარყოფს პრესაში გავრცელებულ ცნობებს:
გუშინ ინტერნეტ მედია მოიცვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კარდიფში ერთმანეთს ლეონარდო ბონუჩი და დანი ალვეში დაუპირისპირდნენ.. მათი გაშველება მაქს ალეგრიმ მოახერხა და ორივე ფეხბურთელს გუნდიდან გაშვების ინფორმაციაც მიაწოდა..
ეს ყველაფერი კი თითქოს მარიო მანჯუკიჩის ინტერვიუდან იკვეთებოდა, რომელსაც ერთ-ერთი იტალიური საიტი აქვეყნებს..
შედეგად, გუშინვე საკუთარ სოციალურ გვერდზე ხორვატმა ამ ინფორმაციას სისულელე უწოდა.. “ჩემი სახელით ადამიანებს პოპულარობა სურთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ამ ისტორიას რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს!”.
რავი მე ვერც მოვასწარი მაგ ტყუილის წაკითხვა
ხო ვერც მე მარა რო წავიკითხე გამიკვირდა საერთოდ როგორ დაიჯერა ვინმემ
ზუსტად ეგ ვიფიქრე მეც მაგნაირ რამეს არავინ იტყვის ესე სააშკარაოდ
ვიღაც ტროლმა დაწერა და აიტაცა ზოგმა. რასაც ინტერნეტში ნახავ ყველაფერი არ უნდა დაიჯერო