ბერნარდესკის გულშემატკივრები აუჯანყდნენ
როგორც ჩანს, ფლორენციელთა ლიდერი სულ მალე ტურინელებს შეუერთდება…
ფლორენციის ფიორენტინას 23 წლის შემტევს ფედერიკო ბერნარდესკის ტურინამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. მხარეები ახლოს არიან შეთანხმების მიღწევასთან და ტრანსფერიც მალე დაიხურება.
ამასობაში, იების ტიფოზები ერთ დროს მათ საყვარელ მოთამაშეს აუჯანყდნენ. სტადიო არტემიო ფრანკის გასასვლეში ბერნარდესკის შეურაცჰმყოფელი ტრანსფარანტები გაჩნდა, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელს ნე**ის გროვას უწოდებენ.
ფედერიკო კარგი ბიჭია, მაგრამ კეიტას ინტერში გაშვება არ იქნება სწორი საქციელი, სწრაფი გარემარბი გვჭირდება დაჟე ზამენაზეც