ბარსას პირველი შეტევა და მაროტას კონკრეტული პასუხი
საინტერესო ცნობებს აქვეყნებს გაძეტა დელა სპორტი დიბალასთან დაკავშირებით:
ბარსელონა ნეიმარის შემცვლელს ეძებს და ახალი არავისთვისაა, რომ არგენტინელი მათი თვალთახედვის არეშია მოქცეული..
გავლენიანი იტალიური გამომცემლობის მტკიცებით, კატალონიელებმა პირველი ჩაწოდება განახორციელეს და ტურინს ოფიციალური წინადადებით მიმართეს..
არგენტინლი მარგალიტის სანაცვლოდ ესპანელები მზად არიან ანდრე გომეში და რაფინია დათმონ..
გაინტერესებთ მაროტას პასუხი? “არა”! დიახ, ზუსტად ასე.. სიტყვა სიტყვით ციტირებს ლა გაძეტა დელა სპორტი..
გომეში და რაფინია გაიკეთონ უკან. იმედია დიბალა არუღალატებს იუვეს და ნეიმარი იუდასავით არგაიყიდება.
საინტერესოა როგორ აპირებენ დიბალათი შეცვალონ ნეიმარი
მაგაზე ამბობს უარს. რაფინია და გომეში ვის რად უნდა. 50 მილიონსაც არავინ გადაიხდის მაგ ორში ერთად.
მოვა სერიოზული წინადადება და მაროტა ამჯერად პირდაპირ უარს კი არ სტკიცავს, არამედ ადგება და ფეხბურთელს ჰკითხავს წასვლაზე რას იტყოდიო :დ