ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პავანი:”მაროტა და პარატიჩი სპინაცოლას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ”

პოპულარული იტალიელი სპორტული ჟურნალისტი მასიმო პავანი ლეონარდო სპინაცოლასთან დაკავშირებით საინტერესო ცნობებს აქვეყნებს:

მართალია პრესაში ამ თემაზე საუბარი ხშირად არ მიმდინარეობს, თუმცა პარატიჩი და მაროტა ცდას არ აკლებენ, რათა სპინაცოლა ტურინში ვადაზე ადრე დააბრუნონ..

მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე იტალიელი ალეგრის სქემაში იდეალურად ჩაჯდებოდა.. მას ხომ მხოლოდ მარცხენა ფლანგზე როდი შეუძლია ასპარეზობა.. მისი მონაცემებიდან გამომდინარე ორივე ფლანგზე თანაბრად პროდუქტიული იქნება.

მაროტა ცდილობს ისეთი გზის მოძებნას, რომელიც ატალანტასთვის მისაღები იქნება და ფეხბურთელს ერთი წლით ადრე შეელევა..

სხვათაშორის ეს ყველაფერი ალექს სანდროს თემიდან გამომდინარეც გააქტიურდა.. ჩელსი ზეწოლას აძლიერებს და იუვეს არ სურს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რაიმე არასასიამოვნო სიურპრიზში ამოყოს თავი.. თუმცა, ბრაზილიელი რომც დარჩეს არაა გამორიცხული მისი შემცვლელი – კვადვო ასამოა გადავიდეს თურქეთში.. ასეთ შემთხვევაში კი ბიანკონერის კადრი ნებისმიერ შემთხვევაში მოსაყვანი ეყოლება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x