დელ პიერო : “იუვენტუსი კვლავ ფავორიტად რჩება”
ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარულმა კაპიტანმა, ალესანდრო დელ პიერომ საინტერესო ინტერვიუ კორიერე დელა სერას მისცა..
“იუვენტუსი იტალიის ჩემპიონატში მთავარ ფავორიტად რჩება, დამიჯერეთ.ბოლო წლებში ნათლად სჩანდა, რომ სხვაობა ბებერ ქალბატონსა და სხვა გუნდებს შორის სერიოზული იყო, სუპერთასმა შესაძლოა რაღაც ეჭვები გააჩინა, თუმცა ტურინელებზე ეს ყველაფერი არ იმოქმედებს.გახსოვთ ალეგრის გუნდის საშინელი სტარტი ორი წლის წინ ? – ფეხბურთელებმა საკუთარ თავში დამატებითი მოტივაცია იპოვეს და დარჩენილი სეზონი დაუმარცხებლად ჩაატარეს.როცა ზედიზედ ექვსჯერ იგებ ტიტულს, მოტივაციის პრობლემები მართლაც იქმნება, მით უმეტეს კარდიფში მარცხმა ყველას დაწყვიტა გული.”
“ბონუჩი ? – ის უდიდესი მოთამაშეა, იუვემ მას ბევრი მისცა და პირიქით, ლეომ ბევრი რამ გააკეთა ტურინისთვის.მისგან ასეთ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ველოდი, თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება.ისტორიამ გვასწავლა, რომ იუვეს საუკეთესო ფეხბურთელის დაკარგვა და შემდეგ მისი სათანადოდ შეცვლა შეუძლია, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, გუნდი არ დასუსტდება.ბიანკონერებს კონკურენციას ნაპოლი გაუწევს, ისინი სატრანსფერო ბაზარზე ჭკვიანურ სვლებს აკეთებენ, თან შეთამაშებული გუნდი ჰყავთ.დარწმუნებული ვარ, მაურისიო სარის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს მიაღწევს.”
“დიბალა ? – ვფიქრობ, პირველივე მატჩში ათიანით მან აჩვენა, რომ ამ მაისურით ბევრის მიღწევა შეუძლია.ზიდანი – ზიზუმ კარგად იცის, როგორ მართოს ჩემპიონების გუნდი, მისგან ასეთი წარმატება ნამდვილად არ მიკვირს.იგი იმაზე ადრე ამჩნევს და ხედავს ყველაფერს, ვიდრე ჩვეულებრივი გულშემატკივარი, უმაღლესი დონის სპეციალისტია.ნეიმარი ? – ბრაზილიელი ნბა -ს მოთამაშე რომ ყოფილიყო, ეს ციფრები არავის გაუკვირდებოდა, ფეხბურთში კი ასეთი რამეები იშვიათია.”
wels skudetos juve vegar moigebs shansi araa
ნედვედი და პარატიჩი ესწრებიან იუვეს ვარჯიშებს და ყურადღებით აკვირდებიან დაცვაში სიტუაციას…
Juventus A – Juventus B 0-0 ♦ HD HIGHLIGHTS ♦ INVASIONE DI CAMPO – Villar Perosa 17/08/2017
https://www.youtube.com/watch?v=Qe8NccO_ZTI
მარონე ისევ მანდ ყოფილა, ალბათ მალე პრიმავერას ტრენერადაც დანიშნავენ.
მორონეა მაგი 16 წლისაა, მარონეს კაი მსურველი არ გამოუჩნდა ჯერ, სერია ბ_ს გუნდები ეპატიჟებიან ჯერჯერობით
ბონუჩიზე ისიც თქვა, რომ იუვეს ისტორია გვეუბნება, საკვანძო ფიგურის დაკარგვა, საუკეთესოც რო იყოს გუნდში, გუნდს ვერ დაასუსტებს, როცა ფუნდამენტი მყარია. იუვეს ფუნდამენტი კი ძალიან მყარია…
UFFICIALE – @MATUIDIBlaise è Bianconero ბიჭია ბიჭი სულ შავი შავი:)))))))))
რა ხდება, მტუიდი მოყავთ თუ არა?
შენი კომენტარის პარარელურად გაოფიციალურად
14 ნომერი აქ
იგი იმაზე ადრე ამჩნევს და ხედავს ყველაფერს, ვიდრე ჩვეულებრივი გულშემატკივარირამდენი ხანია ვიძახი ამას
ალეგრი კიდე მაშინ ცვლის რამეს როცა მთელი საფეხბურთო ევროპა დარწმუნდება რო ბენატია და ხედირა ფეხბურთის აზრზე არ არიან