ალექს სანდროს ბრაზილიის ნაკრებში უხმეს
ჟოაო მირანდას ტრავმისა და მარსელოს დისკვალიფიკაციის შემდეგ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ტურინის “იუვენტუსის” მარცხენა მცველს, ალექს სანდროს უხმეს..
სელესაოს მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ საკადრო პრობლემების შემდეგ სანდროსთან ერთად გუნდში “მონაკოს” ცენტრალური მცველი, ჯემერსონიც გამოძახა.
მიუხედავად იმისა, რომ ალექს სანდრო ამ მომენტისთვის ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს მარცხენა მცველად ითვლება, მას ეროვნულ გუნდში მხოლოდ 7 მატჩი აქვს ჩატარებული.ბოლოს მოთამაშემ პენტაკამპეონეში ივნისში ითამაშა, ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ დაპირისპირებაში.
ეს მარსელოს ფლანგზეა. მეორე ფლანგზე მაინც იყოს. ალვეში ვერ გაქაჩავს დიდი ხანი და მოუწევდა თამაში. მარსელოს ფლანგზე ამას დასატესტად და მარსელოს დასასვენებლად თუ ათამაშებს ვინმე
Msoplioze unda waiyvanos ra es pilipe vegaraa iset pormashi tan da amoagdos sastavidan.msoplios shemdeg es bevrad dzlieri iqneba