ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რითი ემუქრება “იუვენტუსს” ახალი კალჩოპოლი?

გთავაზობთ ანდრეი კლეშჩენოკის სტატიას, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია “იუვენტუსის” ქომაგებში.

“ერთხელ, დიდი ხნის წინ ვიკითხე, ვის სძულს იტალიაში “იუვენტუსი”? და პასუხად მივიღე – ყველას, გარდა იმისა, ვისაც გული შესტკივა მასზე.

ახლახანს ფეხბურთის ფედერაციამ ანდრეა ანიელი გადააყენა. მე გეტყვით “ბებერი ქალბატონი” როგორ დარჩა პრეზიდენტის გარეშე. და გეტყვით, ვინ დგას ამის უკან.

ეს ისტორია შარშან ზაფხულს დაიწყო, როდესაც პიემონტში 18 მაფიოზი დააკავეს. მათ შორის სევერიო და როკო დომინელო –  ერთერთი ტურინული ოჯახის მეთაურები. მათ მკვლელობა, ყაჩაღობა და გამოძალვაში დასდეს ბრალი და დიდი ხნით ჩასვეს ციხეში.

ეს ამბავი ასეც დამთავრდებოდა, მაგრამ სასამართლოზე გაიჟღერა გვარმა – ანიელი. საუბედუროდ, დომინელო მეთაურობდა “იუვენტუსის” ფანების დაჯგუფებას. უფრო საუბედუროდ, ის წარმოადგენდა ნდრანგეტას.

მაშინ დაიწყო ყველაფერი…

დოსიე: ‘Ndrangheta – კალაბრიული მაფიაა, ყველაზე ძლევამოსილი იტალიაში. ნეაპოლიტანურ კამორაზე სიმღერებს თხზავენ, სიცილიურ კოზა ნოსტრაზე – ლეგენდებს, მაგრამ გაურკვეველი კალაბრიელები – ყველაზე დაუნდობელი მაფიოზებია იტალიაში.

ნდრანგეტაში 3-დან 5 ათასამდე მაფიოზია, რომელიც დაყოფილია ნდრინებად (ოჯახებად). თითოეულ ნდრინას უკავია თავისი რაიონი. ნდრანგეტას ოჯახები არიან მთელ ევროკავშირში, კანადაში, არგენტინაში, ავსტრალიაში. ბრიუსელის მახლობლად მაფიამ მთელი პატარა ქალაქი იყიდა – ასე ადვილია საქმის მოგვარება.

ევროკავშირის ნარკოტრაფიკის 80% – ეს ნდრანგეტაა. პორტები კალაბრიაში – ეს ნდრანგეტაა. ვილები რივიერაზე და კურორტები ბულგარეთში – ეს ნდრანგეტაა. იტალიური რესტორანები ევროპაში – ესეც ნდრანგეტაა.

წლიური შემოსავალი – 50 მილიარდი ევრო…

4 წლის წინ “იუვენტუს სთედიუმზე” გაჩნდა ფანების ახალი დაჯგუფება –  I Gobbi. მისი ლიდერი იყო როკო დომინელო – ყველასათვის უცნობი, მაგრამ ძალიან ენერგიული ახალგაზრდა. რამდენიმე წლის განმავლობაში მან ძლიერი კავშირები დაამყარა, მათ შორის მიაღწია ულტრას-გაერთიანება Drughi-ს მეთაურებთან – ყველაზე გავლენიან ჯგუფში ბიანკონერებში.

2015 წლის გაზაფხულზე დომინელოს ხალხი მივიდა “რეალის” წინააღმდეგ მატჩში  რამოდენიმე ბილეთით, რომელსაც 200 ევროს მომატებით ყიდდნენ. ერთი წლის შემდეგ გამოძიებამ ივარაუდა, რომ ნდრანგეტა ზუსტად გადაყიდვების გამო დაავადდა “იუვენტუსით”.

პოლიციის ვარაუდი უნდა დაემოწმებინა დინო მოჩიოლას –  Drughi-ს ლიდერს, მაგრამ ის გაუჩინარდა, როგორც კი გამოძიება დაიწყო. მაშინ ალაპარაკდა ჩიჩო ბუჩი – ფანების ერთერთი ლიდერი და “იუვეს” კონსულტანტი. ბუჩიმ სასამართლოს ნდრანგეტას ბილეთების გადაყიდვების საქმიანობაზე მოუყვა. ორი დღის შემდეგ ის ხიდიდან გადახტა. თვითონ, რა თქმა უნდა.

“იუვენტუსი” ამ ისტორიაში დაზარალებულ მხარეს წარმოადგენდა. საოლქო პროკურორმა არმანდო სპატარომ მაშინვე განაცხადა, რომ კლუბი გამოძიების მიღმაა. ანიელი საქმეში ფიგურირებდა, როგორც მოწმე.

ამ დროს საქმეში ჩაერთო ჯუზეპე პეკორარო.

დოსიე: ჯუზეპე პეკორარო –  FIGC-ის (იტალიის ფეხბურთის ფედერაცია) მთავარი პროკურორი. ურცხვი და მოხერხებული კანონდამცველი, რომელიც უხერხული სიტუაციებიდან უკეთ გამოდის, ვიდრე იხვი წყლიდან.

2002 წელს რომის პოლიციის შეფად დაინიშნა. პირველივე საქმეზე ლაფსუსი მოუვიდა – მისი შეცდომის გამო პოლიტიკოსი მოკლეს, მაგრამ აპატიეს გამოუცდელობის გამო და პოსტი შეინარჩუნა.

2011 წელს ჯუზეპე რომის  საოლქო პროკურორად მოევლინა. მისი სახელი ჩინოვნიკების დანაშაულებრივი კავშირების დიდ გამოძიებისას ამოტივტივდა. პეკორარომ თავი დაიძვრინა.

მის დროს “რომას” ულტრასმა “ნაპოლის” ფანი დაცხრილა. მის დროს 200 000-მა რომაელმა თავდაცვის სამინისტროს შენობა დაწვა და კინაღამ ქალაქი აიღეს, მაგრამ პეკორარო ყოველთვის თავს იძვრენდა.

პეკორარო – “ნაპოლის” გულშემატკივარი…

პეკორარო სპორტზე გადაერთო, მან FIGC-ის პროკურორი სტეფანო პალაცი შეცვალა. სწორედ ის პალაცი, რომელმაც ვადის გასვლიდან ერთი წლის შემდეგ დაამტკიცა, რომ კალჩოპოლის საქმეში ყველაზე დიდი დამნაშავე მოსამართლეების მოსყიდვაში იყო – “ინტერი”. ის “ინტერი”, რომელმაც “იუვენტუსის” დადგმული დაცემის შემდეგ ყველა ნადავლი მიისაკუთრა.

პეკორარომ გამოაცხადა, რომ მას ანიელის და დომინელოს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი აქვს და “იუვენტუსის” გასამართლება მოითხოვა მაფიასთან კავშირის გამო. ამ დღიდან დაიწყო პრობლემები – დანაშაულებრივ სამყაროსთან კავშირი კლუბს ძალიან ძვირი დაუჯდებოდა.

ჯუზეპე ლამაზად მღეროდა, ხელებს შლიდა, მაგრამ ჩანაწარის წარდგენა ვერ მოახერხა. ისტორია ინგრეოდა დაწყებისთანავე. მაშინ საქმეში ანტიმაფია გამოჩნდა.

დოსიე: მაფიასთან ბრძოლის საპარლამენტო კომისია – ძლიერი აპარატია, რომელმაც დანაშაულებასთან ბრძოლის ფართო უფლებები მიიღო. ანტიმაფიას ხელმძღვანელობს როზარია ბინდი – ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ერთერთი ყველაზე გავლენიანი ქალი იტალიაში. რომელზეც ყოფილმა პრემიერმა სილვიო ბერლუსკონიმ შესანიშნავად გამოთქვა სამედიცინოს სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას: “მოხარული ვარ ვხედავდე ამდენ ლამაზ გოგონა-ფრიადოსნებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, არაფრით არ გვანან როზა ბინდის”. ბინდი – “ფიორენტინას” გულშემატკივარი…

სპორტში მაფიასთან ბრძოლას კურირებს მისი მდივანი – მარკო დი ლელო. ნეაპოლიტანელი. “ნაპოლის” გულშემატკივარი…

ამ წყვილს გააჩნია ბერკეტები და მათ არ ეშინიათ მასზე დაჭერის. “იუვენტუსი” საქმეში უსაფუძვლოდ ჩართეს, მხოლოდ სიტყვების საფუძველზე, რომელიც “ნაპოლის” მაღალჩინოსანმა გულშემატკივარმა წარმოთქვა.

… და დაიწყო.

20 მაისს ანიელი სასამართლოზე გამოვიდა. მბრალდებელი განმარტებას ითხოვდა სატელეფონო ჩანაწერზე ანიელისა და დომინელოს შორის, რომლის ასლი თითქოს დაცვის მხარეს გადაუგზავნეს. “ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი ჩანაწერი, ვიღაცა ტყუის” – განაცხადა ანიელის ადვოკატმა.

საპასუხოდ პეკორარო დაიბარეს. “მამაცმა კანონდამცველმა” რაღაც შეცდომებზე დაიწყო საუბარი, შემდეგ კი გაუგებრობაში ტურინის საოლქო პროკურორს დასდო ბრალი… და ვერ გათვალა. ძნელია გადააბიჯო არმანდო სპატაროს, მას კი არა ამერიკის ცენტრალურ საგამოძიებო სამმართველოს არ გამოუვიდა.

დოსიე: არმანდო სპატარო – ტურინის საოლქო პროკურორი. იტალიური იურისპრუდენციის სახე, პროდისა და ბერლუსკონის სამთავრობო ომების ზვიგენი. ოპერაცია “სუფთა ხელების” ვეტერანი, რომელმაც პოლიტიკოსებში 1500 მაფიოზი გამოავლინა.

ლეგენდა გახდა მას შემდეგ, რაც იმამი აბუ ომარი უკანონოდ მოიტაცა ცსს-მ იტალიურ სამხედრო დაზვერვასთან ერთად. 5 წელი იძიებდა საქმეს და ამერიკული და იტალიური დაზვერვის აგენტების ქსელი გამოავლინა. მთავრობის წინააღმდეგ წავიდა, რომელიც ცსს-ს გამოექომაგა, არ შეუშინდა მუქარებს, თვალთვალს და დაჩქარებულ გამოძიებას, რომელიც მასზე კომპრომატებს უშედეგოდ ეძებდა. 

პირველი ადამიანი ისტორიაში, რომელმაც ამერიკის ფარგლებს გარეთ ცსს-ს აგენტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში გადასცა…

სპატარომ პეკორარო საჯაროდ გააშავა. “იუვენტუსის” საქმე დაიხურა. დომინელო ჩაჯდა. ის რომ გამორჩეული ფანატი არ ყოფილიყო, ანიელი მოწმედაც არ იქნებოდა საქმეში.

პეკარორო, რომელმაც შეთითხნა ბრალდება, ჩვეულებისამებრ გამოძვრა. ახლა “იუვენტუსი” სპორტის ეთიკის კოდექსის მე -12 მუხლით გავიდა. ანიელის ბრალი დასდეს იმაში, რომ ფანებს დაშვებულზე მეტი ბილეთები გადასცა. მაქსიმალური სასჯელი მუხლით – ჯარიმა 50 ათასი ევრო.

საქმე FIGC-ის იურისდიქციაში გადაეცა – ანუ პეკორაროს. არარსებული მოსმენების დამცავმა “იუვეს” გარიგება შესთავაზა – მსუბუქი, 9 თვიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 8 მილიონის სახით აღიარების სანაცვლოდ. და კლუბისგან ელეგანტური პასუხი მიიღო – რატომ უნდა გადაიხადოს კლუბმა 8 მილიონი, როცა მაქსიმალური ჯარიმა 50 ათასი ევროა?

შედეგი ყველამ იცით – ანიელი ერთი წლით გადააყენეს, კლუბი კი 300 ათას ევროს გადაიხდის.

რითი ემუქრება ეს “ბებერ ქალბატონს”? არაფრით. ახალმა კალჩოპოლიმ წააგო. ის დარჩა მაფიასთან კავშირების ბრალდებებში, რომელიც დიდი პრობლემებით ემუქრებოდა. დანარჩენი სუფთა სპორტული ნიუანსებია.

ანიელი ერთი წლის შემდეგ დაბრუნდება, მანამდე ფორმალური სტატუსის გარეშე დარჩება. შეიცვლება მხოლოდ ხელმოწერა ქაღალდზე. მეტს პეკორარო ყველაზე ლამაზ ოცნებებშიც ვერ მიაღწევს. FIGC-ის ტრიბუნალმა უფლებებს გადააჭრბა, დაარღვია რა მაქსიმალურად გათვალისწინებული სასჯელი.

ამ ისტორიას გაგრძელება არ ექნება. მაგრამ იქნება სხვა. “იუვენტუსი” სძულთ ყველას, გარდა იმათი, ვისაც მასზე გული შესტკივა.

როდესაც სვავები მიზანს ვერ აღწევენ, ახალ წრეზე გადიან…”

 FootballHD-ის მიხედვით.

 

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

324 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
დელპიერ
დელპიერ
6 years ago

იგუაინი ლუზერია . დიბალა არ დააყენა მაგრად ვგილშემატკივრობ ბომბარდირთა სათავეში იყო და 7 წუთში ორი გოლი გაატანინეს. არვიცი რაა

maradona73
6 years ago

არა ძმებო, ბარძალი-რუგანი-ბენატიას დაცვით ლიგაზე ფიქრი ზედმეტია.

+ მაზილა იგუ …

forza bianconeri
6 years ago

რაზე დადო პენალტიი სერია ას დედ**ევეცი აღარ ვუყურებ საერთოდ :blin:

maradona73
6 years ago

ფუ რა ჩახლევებულია … :blin:

რეალისტი
რეალისტი
6 years ago
Reply to  maradona73

პირდაპირ მეკარეს დაუმიზნა ))))

lasha naxucrishvili
6 years ago

აუუუუუ რა გამაზააააა!!!!!!! :blin: :blin: :blin: :blin:

maradona73
6 years ago

გრიზმანი მინდა რომ მოიყვანონ, ლიჩნად მე იგუსი აღარ მჯერა.

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

1juve
kristal palasma ro mougo chelsis eg rogor moxda?:-d ras ityvi konteze. eg ro alegris eqna miwastan gaasworebdi

ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago

ძალების დაზოგვით ვიგებთ მეორე ტაიმში კიდევ დავუმატებთ ერთ ორ გოლს

lasha naxucrishvili
6 years ago

მარტო 3 კაცი თამაშობს ლიხტშტაინერი, მატუიდი, კოშტა და მანჯუ კიდე ცოტა დაღლილი ჩანს აი დანარჩენს იმენა ჩამოკრული აქვთ.თუ გავითვალისწინებთ თუი რა ფეხბურთი ვაჩვენეთ პირველ ტაიმში 1-0 ძალიან აპასნია.სანაკრებო პაუზების ბრალია 80%. დიბალა რა პონტში ყავს ზამენაზე? ნაკრებში საერთოდ არ ათამაშეს და რას ინახავს wtf

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

video referebi ki ara referebia shesacvleli

იუვე გიო იუვე
იუვე გიო იუვე
6 years ago

dybala rato ar tamashobs?

რეალისტი
რეალისტი
6 years ago

ასვენებს

forza bianconeri
6 years ago

ლაციოს მეკარის სახელი დაცენზურებულია კომენტარი ვერ დავწერე. კაროჩე მაგარი იღბლიანი მასტია და იგუს ყოჩაღ რო დაუფარა

forza bianconeri
6 years ago

ს*რაკოშა არ იწერება :lool:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

იგუ 0-ია თითქმის, მოსაყვანი გვყავს 1 კაი ფორვარდი.

გრიზმანი კაი იქნებოდა.

CM8
CM8
6 years ago

თამაშგარეს გავდა თითქოს.

Bneli
Bneli
6 years ago

Forza juveeeee

forza bianconeri
6 years ago

ესეც თქვენი კოშტა :forza:

Bneli
Bneli
6 years ago

Ras shveba esets

forza bianconeri
6 years ago
Reply to  Bneli

ცოტა ხნის წინ მოვედი და როგორ თამაშობს არ ვიცი, მაგრამ გოლი გაიტანა

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

Megobrebo shegidzliat vinmem mitxarat sad viyuro tamashi.ver vipove yotubze live da saiti ar vici

Bneli
Bneli
6 years ago

Prosta dzaan bvri miaq imena

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

Madloba,gaixare

Bneli
Bneli
6 years ago

Aqqmde mec yutubidan vuyurebdi exla agar ideba ragac.. arwda in saitebze rom shexvide naxevar saattshi ra internetic gaq sul agaxeven

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

შეუდო მანჯუკიჩს

lasha naxucrishvili
6 years ago

ინძაგის და ლაციოს დაახტა მთელი საქართველო და ტურინი მიდი იუვე !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago

მაგის ჩელსი და მაგის კონტეს დდშშ რა ბილეთი გამიტეხა მაგ სრ… :blin:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

დგეს წაფორთხიალების დრო არ გვაქ მესმის რო ლაციო წელს ძან კაი გუნდი მარაა უნდა მოუგოთ ყველა მიზეზებს გარშე :juvee: :juvee:

bugitto
6 years ago

დიბალა სკამზე? :lool: ხო მშვიდობაა? არც სამპაოლიმ არ ატამაშა არც ამან დააყენა რა ხდება ნეტა :chuvak:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

სეტანტაზე იქნება იუვეს თამაში?

paulo 10
paulo 10
6 years ago

დღეს დიბალას გატანა მგონია, ლაციოსთან ბევრი აკვს შეყრილი :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

bugitto
6 years ago

დღეს მხოლოდ გამარჯვება ! წაფორთხიალების უფლება არ გვაქვს :forza:

| Newsphere by AF themes.
324
0
Would love your thoughts, please comment.x