ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სპალეტი: “იუვენტუსი” ყველაზე ძლიერია”

1121316082

ლუჩანო სპალეტი გამოეხმაურა მაურიციო სარის, რომელმაც აღნიშნა, რომ “ინტერს” გარკვეული უპირატესობა აქვს, რადგან არ თამაშობენ ევროტურნირებზე.

“სპორტი მარტივია. თუ შენ ოთხეულში მოხვდი, ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებ. შემდეგ მოდის ევროპა ლიგის ზონა, თუ არა და შენ ამთავრებ სეზონს ამხანაგური თამაშებით. “იუვენტუსმა” 6 სკუდეტო მოიგო, თამაშობდა რა მუდმივად მაღალ დონეზე. სარის თუ უნდა გაიზიაროს ჩვენი გამოცდილება, შეუძლია ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაამთავროს და “სხვა სპორტი” ითამაშოს. ჩვენ ვისურვებდით გვეთამაშა სამი თუ ოთხი თამაში კვირაში!

სარი როგორც ხშირად ლაპარაკობს, ყველას შეუძლია ზედიზედ ორი თუ სამი თამაში მოიგოს, მაგრამ იმარჯვებდე სამი თუ ოთხი თვე, ძნელია. ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიყოთ იმ ორ-სამ გუნდს შორის, რომლებიც სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

“იუვენტუსი” ყველაზე ძლიერია, ამას ვამბობდი თავიდანაც. ისინი ყველაზე კარგად არიან დაკომპლექტებული, მათ ყავთ შესანიშნავი სათადარიგოთა სკამი და აქვთ ოსტატობის გადასარევი დონე. ისინი გააგრძელებენ შედეგის მოპოვებას, მიუხედავად სეზონის მძიმე სტარტისა. “ნაპოლის” წინააღმდეგ მათ აჩვენეს თუ რა შეუძლიათ.” – ამბობს სპალეტი.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

იუვე და მისნაირი გრანდები კი აბალანსებენ მთელ სეზონს და არა 2-3 თამაშს,ერთი რაც აკლია ალეგრის ბოლო ბოლოოოოოოოოო გადამწყვეტი თამაშის მოგება რასაც ლიგის ფინალი ქვია

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

მაგარი კაცია სპალეტი,იმენა უეჭველი იბაზრა,ნაპოლი არის 2-3 თამაშიანი

Dybala10
Dybala10
6 years ago

ამ მილანს რა ეშველება არვიცი გინდ ლობჟანიძე მიუყვანე გინდ მესი რონალდო არაფერი არ ეშველებათ

maradona73
6 years ago

ბენევენტოს მაინც მოუგოს მილანმა :lool:

Dybala10
Dybala10
6 years ago
Reply to  maradona73

დდდ :lool:

,
,
6 years ago

სანდრო-დიბალა რომ გაუშვან და მილინკოვიჩი-კროოსი-ბეილი მოიყვანონ, თქვენი აზრით წააგებს თუ იხეირებს ამით იუვენტუსი.

maradona73
6 years ago
Reply to  ,

დიბალა 10-იანია და მისი გაშვება არ შეიძლება.

სანდრომ თუ რეგრესი გააგრძელა და სპინაცოლამ მოუმატა, მაშინ იტალიელს მისცემენ ყველა ვარიანტში უპირატესობას იუვეში.

ბეილი კიდევ ვაფშე არაა საჭირო, კროოს და მილინკივიჩI კაია.

,
,
6 years ago
Reply to  maradona73

ბერნარდესკი იქნება 10-იანი როცა შესაბამისი წყობით ითამაშებს გუნდი, ისე 4-3-3. ნახევარდაცვა მილინკოვიჩი-პიანიჩი-კროოსი და წინ ბეილი-კოშტა-იგუაინი

ანონიმური
ანონიმური
6 years ago
Reply to  ,

მარადონას ვეთანხმები არ შეიძლება დიბალა რომ გაუშვან ბერნარდესკი ვერ შეცვლის თანაც პრესტიჟის ამბავია ეგ ბეილზეც ვეთანხმები არაფერი არაა ბეილი პროსტა ცხენია ესპანეთში სულ ტრავმირებულია და ეგ იტალიაში ლაზარეთიდან არ გამოვა კროოსი კარგია მაგრამ არა დიბალას ნაცვლად

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x