ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალი:”ოლიმპიაკოსთან ხუმრობა არ ღირს”

ანდრეა ბარძალი ტრადიციულ წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე მაქს ალეგრისთან ერთად წარსდგა:

“ნაპოლის დამარცხების შემდეგ, გუნდში განსაკუთრებული იდილია სუფევს.. ჭორი თითქოს კოლექტივში გარკვეული დაძაბულობა და არაეულობა სუფევს, არის მორიგი დიდი სისულელე!

რატომ დავიწყეთ უფრო ნაკლები ბურთების გაშვება? თავდაპირველად ნაკლებად გვსურდა დიდი ძალებით დაცვაზე ფიქრი.. ფაქტია, როდესაც გამოვასწორეთ მდგომარეობა შედეგი ყველამ საკუთარი თვალით იხილა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გასვლა ჩვენი უმთავრესი მიზანია. ოლიმპიაკოსმა პირველ თამაშში დიდი ენერგია გამოგვაცალა.. ჩვენ რთულ მეტოქესთან გვაქვს მატჩი და მაქსიმალური კონცენტრირება გვმართებს.

ბენატია? პროფესიონალია, რომელიც პერიოდულად ჯეროვნად არ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. იმედი მაქვს უახლოეს პერიოდში იგი იუვეს ერთ-ერთ მთავარი ფიგურა გახდება.

ოლიმპიაკოსთან შეხვედრაში მე ერთადერთი ვიქნები ძველი დაცვის გვარდიიდან? გარკვეული მიზეზების გამო სულ უფრო იშვიათად გვიწევს მინდორზე ერთად ყოფნა.. თუმცა, მთავარია გუნდმა წარმატებას მიაღწიოს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x