ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ყველაფერი გაზაფხულზე გადაწყდება”

დასრულდა შესვენება და იუვენტუსი დღეს საღამოს სერია ა-ს მორიგ ტურში ჯენოას დაუპირისპირდება:

“შესვენების შემდეგ დაბრუნება ყოველთვის რთულია. ეს მნიშვნელოვანი სამი ქულაა და შესაბამისად მაქსიმალური კონცენტრირება გვმართებს.

ჯენოა უკვე ზედიზედ ოთხი მატჩია გოლს არ უშვებს, თუ ბუნებრივია სათასო დაპირისპირებას არ ჩავთვლით ჩვენს წინააღმდეგ.. ბალარდინი საკუთარი საქმის კარგი მცოდნეა და მის განკარგულებაში კარგი კოლექტივი იმყოფება.

დიბალას დაბრუნება კვირიდან კვირამდეა მოსალოდნელი.. ჰიოვედესი აღდგენით პროცესს გადის, მაგრამ მის დაბრუნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი.. კუადრადო მიმდინარე კვირას განმეორებით სამედიცინო შემოწმებას გაივლის.. დე შილიო დაბრუნდა და აი მარკიზიო ძირითად გუნდს ხუთშაბათს შეუერთდება.

ჯიჯი გუნდს მომავალ კვირაში დაუბრუნდება.. იგი იუვეს მთავარი კარის დარაჯია და იმედი მაქვს ეს პაუზა ძალების აღდგენაში დაეხმარება, რის შედეგადაც სეზონს მაღალ ნოტაზე დაასრულებს. აქვე დავამატებ, რომ შესნიმ არაჩვეულებრივად იასპარეზა!

საგულისხმოა, რომ ახლა შარშანელთან შედარებით 2 ქულით მეტი მოვიპოვეთ.. მაგრამ ნაპოლიმ თავის მხრივ 51 ქულა დააგროვა. იმისათვის, რომ სკუდეტო ზედიზედ შვიდჯერ მოვიპოვოთ, აუცილებელი არის ქულების მაქსიმალური მოპოვება და სიმშვიდის შენარჩუნება. ვფიქრობ, ყველაფერი გაზაფხულზე გადაწყდება.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x