ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერნარდესკი: “მე ორი ოცნება მაქვს – მოვიგო ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი”

galleryberna16.variant1400x787

ფედერიკო ბერნარდესკი ნორჩ ჟურნალისტებს გაესაუბრა, რომლებმაც ფეხბურთელს ნამდვილი პრესკონფერენცია მოუწყვეს.

– უკაცრიელ კუნძულზე რას წაიღებდით თან?

“ბურთს, ჩემს ძაღლს და გოგონას”.

– ვინ იყო თქვენთვის სამაგალითო ბავშვობაში?

“დიდი ათიანები, როგორიცაა დელ პიერო და ტოტი”.

– მწვრთნელი მე ხშირად მეჩხუბება, სხვებს კი იშვიათად…

“ეს დამწუხრების მიზეზი არაა. მწვრთნელი ხშირად თუ გაძლევს შენიშვნებს, გამოდის მას უყვარხარ და სურს რომ უკეთესი გახდე. ასე რომ, შენ უნდა გიხაროდეს მწვრთნელი თუ რჩევებს გაძლევს. ისინი უნდა მიიღო და შეიწოვო, რომ უკეთესი გახდე”.

– ვინ არის თქვენი მეგობარი და ვისთან ურთიერთობთ “იუვენტუსში” ყველაზე მეტად?

“საუკეთესო მეგობარი ბევრი არ მყავს, რადგან მე გავიზარდე ჩემს ქალაქში, სადაც სამი თუ ოთხი მეგობარი მყავს. “იუვენტუსში”, ძირითადად, იტალიელებთან მაქვს ურთიერთობა, რაც ძალიან მახარებს. მადლობთ”.

– რას გვირჩევთ, რომ ისეთივე ჩემპიონები გავხდეთ, როგორიც თქვენ?

“ჩემი პირველი რჩევა იქნება, გჯეროდეთ თქვენი ოცნებების, როგორიც არ უნდა იყოს ის. ასევე საჭიროა საკუთარ თავთან მუშაობა, რომ თავგანწირვის და თავმდაბლობის სულისკვეთება აღზარდო და ნებისმიერ მოვლენას პოზიტიურად შეხედო ცხოვრებაში”. 

– რატომ აირჩიეთ 33-ე ნომერი?

“ეს ნომერი იმიტომ ავირჩიე, რომ მორწმუნე ვარ. რატომ 33? ვინ იცის? ამდენი წლის იყო იესო, ალბათ ამიტომ ავარჩიე 33 ნომერი”.

– ყველაზე მხიარული რა გაგიკეთებიათ ბურთით მეგობრებთან ერთად?

“ყველაზე სასაცილო იყო კლასიკური ხუმრობა – მაგალითად, ღია კარში ბურთის დარტყმა და ვინმე რომ გამოვიდოდა საჩხუბრად, ჩქარა გავრბოდით”.

– სად და როდის მოხდა თქვენი პირველი შეხება ბურთთან? გახსოვთ თქვენი პირველი გოლი?

“პირველად ფეხბურთი რომ ვითამაშე 4 წლის ვიყავი, რადგან მაშინ შემიყვანეს საფეხბურთო სკოლაში. მინდოდა მაშინვე შევსულიყავი მოედანზე და დამერტყა. პირველი გოლიც იმ დღეს გავიტანე, მახსოვს ის გოლი”.

– რას ურჩევდით ბავშვს, რომელსაც სურს დიდი ჩემპიონი გახდეს, როგორც თქვენ?

“როგორც უკვე გითხარით, მიიღეთ სიამოვნება იმისგან, რასაც აკეთებთ. შემდეგ საჭიროა, საქმეს ყურადღებით მიუდგეთ და საკუთარი ინტერესების მსხვერპლად გაღება შეგეძლოთ. მაგრამ, პირველ რიგში, ყველაფერს პოზიტიურად უნდა მიუდგე, ყოველთვის პოზიტიურად უნდა ფიქრობდე და ბედნიერებას განიცდიდე იმისგან, რასაც აკეთებ”.

– რაზე ოცნებობთ?

“მე ორი ოცნება მაქვს – მოვიგო ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი”.

– სამი ზედსართავი, რომლითაც აღწერდით საკუთარ თავს?

“გულწრფელი, პოზიტიური და გულუხვი”.

– რისი უფრო გწამთ – ფეხბურთის თუ ღმერთის?

“კარგი შეკითხვაა. პირველ რიგში ღმერთის, რადგან ეს შენი ცხოვრებაა. მერე მოდის ვნება. უფრო მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა, ამიტომ გეტყვით, ღმერთის”.

– სახლში რამე დაგიმტვრევიათ ფეხბურთის თამაშისას?

“ოჰ, ბევრი დამიმტვრევია. დედა გამომეკიდებოდა, როცა ვამტვრევდი ლარნაკს, ვხევდი სურათებს და ბევრი სხვა ნივთიც დამიმტვრევია. ყოველთვის გავრბოდი, რადგან არ მეთამაშა ფეხბურთი, მე უბრალოდ არ შემეძლო”.

– თქვენი საყვარელი კერძი?

“მაკარონი მწარე წიწაკით”.

– ყველაზე მეტად ვისთან ხართ დაკავშირებული გუნდში?

“იტალიელებთან: ბუფონი, ბარძალი, კიელინი, მარკიზიო. რა თქმა უნდა, პაულო დიბალასთან, იგუაინთან, დუგლას კოსტასთან. ცოტ-ცოტა სხვებთანაც, რადგან ჩვენ ერთი დიდი გუნდი ვართ. ჩვენ ძალიან მეგობრული ვართ და გვიყვარს ერთმანეთი. ყველა ბედნიერია გუნდის ნაწილად ყოფნით”.

– ვის მიუძღვენით თქვენი პირველი გოლი “იუვეში”?

“მე ის მივუძღვენი იმ ადამიანებს, რომლებსაც ვუყვარვარ, რომლებიც ყოველთვის მხარში მედგნენ და დამეხმარნენ მოვხვედრილიყავი აქ. ყველაზე რთულ მომენტშიც კი. ყველა მათგანს მივუძღვენი.”

galleryberna15.variant1400x787

galleryberna14.variant1400x787

galleryberna13.variant1400x787

galleryberna11.variant1400x787

galleryberna07.variant1400x787

galleryberna05.variant1400x787

galleryberna02.variant1400x787

galleryberna01.variant1400x787 (1)

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
MagellanoStore
MagellanoStore
6 years ago

Thanks! Halsey definitely has some amazing songs!write custom essays

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

წარმატება

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x