მანჯუკიჩი ვინოვოზე ვადაზე ადრე დაბრუნდა
ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მარიო მანჯუკიჩი გამოტოვებს მექსიკასთან დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრას.
ტურინელთა შემტევი სამწვრთნელო სესიას უკვე დღეს ვინოვოს სპორტ ცენტრში განაგრძობს. ამის მიზეზი კლუბსა და ფედერაციას შორის სიტყვიერი შეთანხმება გახდა.. ბიანკონერიმ ხორვატების მძიმე კალენდარის გათვალისწინებით, თხოვნით მიმართა, რომ მარიო კლუბში ვადაზე ადრე გაეშვა.