პსჟ-ს პიანიჩის შეძენა სურს
იტალიური მედიის მტკიცებით ფრანგული კლუბი პიანიჩის ხელში ჩაგდებას ეცდება:
ჟურნალისტების მტკიცებით პსჟ-ს პირველი პირები მზად არიან, ბოსნიელს 5 წლიანი ხელშეკრულება შესთავაზონ, ხოლო წლიური ანაზღაურება 4.5 მილიონი ევრო დაუფიქსირონ.
ტურინელთა პოზიცია ამ მხრივ ნათელია, მირალემი გუნდის შეუცვლელი ფიგურაა, თუმცა თუ მოლაპარაკებებში მარკო ვერატის კანდიდატურა გაიჟღერებს, მაშინ გამორიცხული არაფერია.
პიანიჩს 4.5 მილიონი იუვეში აქვს, ხოლო პსჟ 8 მილიონს სთავაზობს…
არა მგონია იუვე შეელიოს ბოსნიელს, თავადაც არ ექნება სურვილი გაუგებრობაში გაეხვიოს ))
პიანიჩი არის ძაან არასტაბილური ))) კლასი ნამდვილად აქვს უბრალოდ სტაბილური არ არის )
არ უნდა მაგ ვერატის ამ იტალიაში და თუ გინდა აგინე… რა აზრი აქვს… და პიანიჩს თავი დაანებონ… მიხედონ მათ ვერატის ჯობია